Accessibility links

logo-print

ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრები


ქართული ღვინო რუსეთის ერთ-ერთ მაღაზიაში

ქართული ღვინო რუსეთის ერთ-ერთ მაღაზიაში

ნატოს 2016 წლის სამიტი ვარშავაში საქართველოს მკითხველისთვის მისი სერიოზული მნიშვნელობის გარდა იმითაც აღმოჩნდა საინტერესო, რომ ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ღვინო სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის ჩამოისხა. საკუთარ კოლეგებს ასევე ქართული ღვინით გაუმასპინძლდა პოლონეთის თავდაცვის მინისტრი სამიტის ფარგლებში დაგეგმილ საპატიო ვახშამზე.
ცხადია, ეს სიმბოლური ჟესტია, რომელიც ქართული ღვინის ევროპულ პოლიტიკურ ბაზარზე გასვლას გვამცნობს, მანამდე კი მოკლედ მიმოვიხილოთ ქართული ღვინის რეალური სავაჭრო ბაზრების მდგომარეობა 2016 წლის პირველ ნახევარში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 40 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,8 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 44 %-ითაღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 46,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 18 %-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ამ პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი - 148 % (1 884 665),უკრაინა - 82 % (2 286 977), რუსეთი -56 % (10 198 085), ბელარუსი - 96 % (462 547), ლიტვა - 31 % (260 064), პოლონეთი - 34 % (1 070 454), ესტონეთი - 64 % (331 884), ყირგიზეთი - 89 % (149 666),გერმანია - 55 % (166 636), კანადა - 16 % (96 300), დიდი ბრიტანეთი - 43 % (58366) და სხვა.

აღსანიშნავია, რომ, 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 10 198 085 ბოთლი, უკრაინა -2 286 977 ბოთლი, ჩინეთი - 1 884 665 ბოთლი, ყაზახეთი- 1 764 286 ბოთლი, პოლონეთი -1 070 454 ბოთლი.

ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 710 997 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 47 %-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს - სულ ექსპორტირებულია 8,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების. ზრდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20 %-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 78,8მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 6 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 58,3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG