Accessibility links

2016 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის, 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.4 მლრდ ლარით, ანუ 5.7 პროცენტით, გაიზარდა და 26.7 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.1 პროცენტია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი აგვისტოსათვის 14.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 448.9 მლნ ლარით, ანუ 3.1 პროცენტით, მეტია პირველი ივლისისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 272.9 მლნ ლარით, ანუ 3.4 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები - 176.0 მლნ ლარით, ანუ 2.8 პროცენტით.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველიაგვისტოსათვის 31.15 პროცენტი შეადგინა - პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, 1.60 პროცენტული პუნქტით ნაკლები.

შესაბამისად, მოწოდებებმა დანაზოგების ლარებში გაკეთების შესახებ ამ ეტაპზე შედეგი ვერ გამოიღო და ლარში დეპოზიტების მოცულობა, გაზრდის მაგივრად, მცირდება.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს: ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.2 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 4.1 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.0 პროცენტი შეადგინა.

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2016 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, 224.1 მლნ ლარით (1.4 პროცენტით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 16.6 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 156.5 მლნ ლარით (2.8 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხებისა - 67.6 მლნ ლარით (0.6 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.4 პროცენტით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.9 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით, 9.4 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 5.9 მლრდ ლარის (0.7 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი. 2016 წლის ივლისის განმავლობაში 1.2 პროცენტით, ანუ 95.3 მლნ ლარით, გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 8.1 მლრდ ლარი შეადგინა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG