Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის უძრავი ქონების ბაზარი დღეს


”თიბისი ბანკის”, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში, საქართველოში უძრავი ქონების ინდექსის კვლევის ახალი შედეგები გამოქვეყნდა. როგორც ”თიბისი ბანკი” იუწყება, შედეგები 3-თვიან პერიოდს მოიცავს (2016 წლის ივლისი-სექტემბერი).

თბილისის უძრავი ქონების ბაზარი დღეს
please wait

No media source currently available

0:00 0:03:32 0:00
გადმოწერა

კვლევის მიხედვით, თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ზრდას განაგრძობს: სექტემბერში გაყიდვის რიცხვი გაიზარდა (+14.0 %-ით, წინა თვესთან, +47.1 %-ით, წინა წელთან შედარებით) და 3 331 ერთეული შეადგინა. ბაზარი გაიზარდა ა. წ. ივლისშიც (+4.3 %-ით, წინა თვესთან შედარებით), ხოლო აგვისტოში უმნიშვნელოდ შემცირდა (-0.3 %-ით, წინა თვესთან შედარებით).

სექტემბერში თბილისის წილმა ქვეყანაში განხორციელებული გაყიდვის რაოდენობაში პიკს მიაღწია და 42.1 %-მდე გაიზარდა (39.2 % ივლისში, 36.2 % აგვისტოში).

შედეგების მიხედვით, 2016 წლის ივლის-სექტემბერში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 859-დან 868 აშშ დოლარამდე მერყეობდა.

ამავე პერიოდის მონაცემებით, გაყიდვის რაოდეობის მიხედვით, თბილისის სამი უმსხვილესი რაიონია: ვაკე (თვეში საშუალოდ 529 ერთეული, 20.1 %), საბურთალო (თვეში საშუალოდ 406 ერთეული, 15.4 %), სამგორი (თვეში საშუალოდ 292 ერთეული, 11.1 %).

სექტემბრის მონაცემებით, საცხოვრებელი ქონება ყველაზე ძვირია მთაწმინდის რაიონში (991 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე იაფი - სამგორის რაიონში (555 აშშ დოლარი).

საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში შემცირდა 2.4 %-ით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.

რაც შეეხება უძრავი ქონების ქირის ფასს, კვლევის თანახმად, სექტემბერში ქირის ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა მთაწმინდის რაიონში (8.06 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე დაბალი - გლდანის რაიონში (4.31 აშშ დოლარი). 2016 წლის ივლის-სექტემბერში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ქონების ქირის საშუალო ფასი მერყეობდა 6.88-დან 7.13 აშშ დოლარამდე.

საცხოვრებელი ქონების ქირის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში შემცირდა 15.6%-ით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.

რაც შეეხება კომერციული უძრავი ქონების ბაზარს, 2016 წლის ივლის-სექტემბერში 1 კვ.მ. კომერციული ქონების გაყიდვის საშუალო ფასი მერყეობდა 1 016-დან 1 075 აშშ დოლარამდე.

კომერციული ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში გაიზარდა 12.2 %-ით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით. 2016 წლის ივლის-სექტემბერში 1 კვ.მ. კომერციული ქონების იჯარის საშუალო ფასი მერყეობდა 9.52-დან 10.58 აშშ დოლარამდე. კომერციული ქონების იჯარის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში შემცირდა 33.6 %-ით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.

როგორც კვლევის ავტორები იუწყებიან, თბილისის უძრავი ქონების ბაზრის გამოკვლევის მიზნით დამუშავდა ა. წ. ივლის-სექტემბრის პერიოდის 15 000-მდე ტრანზაქცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG