Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო ვაჭრობა - ექსპორტი იზრდება


ფოთის პორტი
ფოთის პორტი

ხელისუფლება გვამცნობს, რომ 2017 წლის დასაწყისში ექსპორტის მოცულობა, გასული წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. დიდი ალბათობით, სწორედ ამ ზრდას უნდა უმადლოდეს, სხვა ფაქტორებთან ერთად, ლარის კურსის ვარდნის დროებითი შეჩერება.

2017 წლის იანვარში, წინასწარი შედეგებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 651 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22 %-ით მეტია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 45 %-ით გაიზარდა და 177 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; იმპორტი 15 %-ით გაიზარდა და 474 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

უწყების ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარში 298 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა.

2017 წლის იანვარში 177 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 45%-ით და 55 მლნ აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. მათ შორის: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია - 44.3 მლნ აშშ დოლარი (39 %-ით და 12.5 მლნ აშშ დოლარით მეტი), სამრეწველო პროდუქცია - 132.7 მლნ აშშ დოლარი (47 %-ით და 42.5 მლნ აშშ დოლარით მეტი).

საექსპორტო პროდუქტის მოცულობის ზრდის მაღალი მაჩვენებლები შემდეგ პროდუქტებზე მოდის: ღვინო - ექსპორტი 10.2 მლნ აშშ დოლარი (104 %-ით და 5.2 მლნ აშშ დოლარით მეტი); მინერალური წყალი - ექსპორტი 7.6 მლნ აშშ დოლარი (35%-ით და 2 მლნ აშშ დოლარით მეტი); სპირტიანი სასმელები - ექსპორტი 7.5 მლნ აშშ დოლარი (185 %-ით და 5 მლნ აშშ დოლარით მეტი); მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - ექსპორტი 3.2 მლნ აშშ დოლარი (111 %-ით და 1.8 მლნ აშშ დოლარით მეტი); ცხვრის ხორცი - ექსპორტი 1.1 მლნ აშშ დოლარი (წინა წლის იანვარში ექსპორტი არ განხორციელებულა); ფეროშენადნობები - ექსპორტი 23.7 მლნ აშშ დოლარი (6-ჯერ და 20 მლნ აშშ დოლარით მეტი); სპილენძის მადნები - ექსპორტი 33.2 მლნ აშშ დოლარი (34 %-ით და 9 მლნ აშშ დოლარით მეტი); აზოტოვანი სასუქები - ექსპორტი 11 მლნ აშშ დოლარი (65 %-ით და 4 მლნ აშშ დოლარით მეტი); მედიკამენტები - ექსპორტი 9.3 მლნ აშშ დოლარი (85 %-ით და 4.3 მლნ აშშ დოლარით მეტი).

რაც შეეხება იმპორტის მონაცემებს, გასული წლის იანვართან შედარებით, იმპორტის მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება როგორც გასული წლის საშუალო, ასევე წინა თვის იმპორტის მაჩვენებელს. ჩანს, რომ შემცირებულია მოთხოვნა, რაც, დიდი ალბათობით, საზოგადოების შემოსავლების კლებით ან არასტაბილურობის შეგრძნებითაა გამოწვეული და ეს ადამიანებს გრძელვადიანი დანახარჯების კეთებისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG