Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზრდა უძრავი ქონების ბაზარზე


თბილისი
თბილისი

ავტორი: ირინა გურული

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკა გვეუბნება, რომ საქართველოში სულ 32 ათას მოქალაქეს აქვს 40 000 ლარზე მაღალი ყოველწლიური შემოსავალი, დასაქმებულთა რაოდენობა კი ძალიან დაბალია, საქართველოში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და იზრდება როგორც პირველადი რეგისტრაციის, ისე მეორადი რეგისტრაციის მაჩვენებლები.

2017 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 11.7 %-ით გაიზარდა და 67 414 ერთეული შეადგინა.

ეკონომიკის მიმოხილვა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:07 0:00
გადმოწერა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის მარტში, 2013-2016 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ცალსახა ზრდა აღინიშნება. კერძოდ, 2013 წლის მარტთან (38 359 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით, ტრანზაქციების რაოდენობა 75.7 %-ით, 2014 წლის მარტთან (44 206 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით,52.5 %-ით, 2015 წლის მარტთან (49 025 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით, 37.5 %-ით, ხოლო 2016 წლის მარტთან (60 340 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით,11.7 %-ით არის გაზრდილი.

17 %-ით გაიზარდა უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა თებერვალთან შედარებით. ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (19.7 %-ით), ისე მეორადი (16.1 %-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.

2017 წლის მარტში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ შეადგინა 17 952 ერთეული, საიდანაც 11 178 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 49 462 ერთეული შეადგინა, საიდანაც 6 155 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 3 583 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაციის გაუქმება.

მარტში ყველაზე მეტი - 20 103 ერთეული - ტრანზაქცია თბილისში, ყველაზე ცოტა კი - 1 289 ერთეული - რუსთავში დაფიქსირდა.

2016 წელს ქართული უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა (წინა წელთან შედარებით, 20.2 %-ით) და გაყიდვების რაოდენობამ 89 120 ერთეულს მიაღწია. პარალელურად, 37.5 %-ით გაიზარდა თბილისის უძრავი ქონების ბაზარიც, რომლის წილმა ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების გაყიდვებში 38.6 % შეადგინა. დედაქალაქში 2016 წელს 34 440 გაყიდვის ტრანზაქცია დაფიქსირდა, თვეებს შორის კი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა დეკემბერი (3 593 ტრანზაქცია), ნათქვამია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის, JumpStart-ისა და ”თიბისი ბანკის” ერთობლივი პროექტის, უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab), ფარგლებში გამოქვეყნებულ მეოთხე პუბლიკაციაში. თბილისის გაუთვალისწინებლად, 2016 წელს ქართული უძრავი ქონების ბაზარი 11.3 %-ით გაიზარდა. ამასთან, ქვეყნის რეგიონებს შორის უძრავი ქონების გაყიდვებში მაღალი წილით გამოირჩეოდა კახეთი (12.0 %) და აჭარა (9.6 %).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG