Accessibility links

logo-print

ეროვნული ვალუტის კურსი კვლავ დაეცა, კლებას განიცდის ექსპორტი, ჩავარდნებით ხასიათდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები და ტურისტების ნაკადის ზრდაც უმნიშვნელოა. ასეთ ვითარებაში მთავრობის სხვადასხვა უწყება ახალი ინიციატივებით გამოდის, რომლებიც, სხვადასხვა ექსპერტული შეფასებით, კიდევ უფრო ართულებს ეკონომიკურ აქტივობებს.

მაშინ, როდესაც დავოსის ფორუმზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ეკონომიკური უპირატესობების წარმოჩენას ცდილობდა, ქვეყნის ეროვნული ვალუტა კიდევ ერთხელ დაადგა გაუფასურების გზას. ამის ძირითად მიზეზად მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას მიიჩნევენ. თუმცა ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა მტკივნეულად აისახება ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობაზე, ის სტიმულს აძლევს უცხოელებს უფრო მეტი ქართული პროდუქცია შეიძინონ. მაგრამ, ამისდა მიუხედავად, საქართველოს ექსპორტი მცირდება. ამის ძირითად მიზეზად კი რუსეთის ბაზარზე მიბმის პოლიტიკა სახელდება. არადა, საქართველოს მთავრობა დიდ წარმატებად აცხადებდა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

XS
SM
MD
LG