Accessibility links

საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული საგარეო პოლიტიკური კურსის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირთან დაახლოებაა. ეს პროცესი გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს საქართველოს ხელისუფლებას, რაც ამავდროულად გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამ აქტუალურ პრობლემატიკაზე კომენტარი ვთხოვეთ პრემიერ-მინისტრის ყოფილ მრჩეველს, ამჟამად ”პოლიტიკური ანალიზის ცენტრის” წევრს თამარ კოვზირიძეს.

თამარ კოვზირიძეს საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოსტები ეკავა, მათ შორის ის 2009 წლიდან იყო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მომლაპარაკებელი და პროცესის კოორდინატორი. სწორედ ამ პროცესის დაჩქარებას ცდილობს საქართველოს ახალი მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნების სწრაფად დაკმაყოფილების სურვილს გამოთქვამს. პოლიტიკურ-ეკონომიკური ელიტის წარმომადგენელთა ნაწილი მტავრობის პოზიციას იზიარებს, ზოგიც კი ამაში ეკონომიკური განვითარების შეფერხების საფრთხეს ხედავს. თამარ კოვზირიძის აზრით ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის სურვილს შორის გარკვეული წინააღმდეგობა მართლაც შეიძლება არსებობდეს.

XS
SM
MD
LG