Accessibility links

სხვაობა ექსპორტსა და „სუფთა ექსპორტს“ შორის


მიხეილ დონდუა

მიხეილ დონდუა

საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ლიდერობას ინარჩუნებს მსუბუქი ავტომობილების ქვეჯგუფი, რომელიც მთლიანი ექსპორტის თითქმის 20 პროცენტია. ეს მაჩვენებელი რეექსპორტის შედეგია, რადგან, როგორც ცნობილია, საქართველო ავტომობილებს არ აწარმოებს. იმის გასარკვევად, თუ როგორი ტენდენციებით ხასიათდება საქართველოს ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზმა „დოქტრინამ" კვლევა ჩაატარა.

საქართველოს მთავრობა თავს იწონებს ქვეყნის მზარდი ექსპორტით. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან გატანილი პროდუქციის მოცულობა 7 პროცენტით გაიზარდა. დაახლოებით მსგავსი ტენდენცია შეინიშნებოდა 2012 და 2013 წლებში, მაგრამ ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ „დოქტრინის" აზრით, იმის გასარკვევად, თუ რა მოცულობის საექსპორტო პროდუქციას აწარმოებს საქართველო, საჭიროა მთლიან ექსპორტს გამოაკლდეს რეექსპორტის მოცულობა - 36 პროცენტი. ამ ორგანიზაციამ შესაბამისი კვლევა ჩაატარა, რომლის მიზნებზე მისი დირექტორი მიხეილ დონდუა საუბრობს.

XS
SM
MD
LG