Accessibility links

logo-print

ევროკავშირის პრეზიდენტმა ანგელა მერკელს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა


ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ანგელა მერკელს და გამოთქვა რწმენა, რომ იგი გააგრძელებს საქმიანობას „ევროპის საკეთილდღეოდ“. ანგელა მერკელმა, რომელმაც მილოცვები საფრანგეთის, ბრიტანეთის, ბელგიისა და იტალიის ლიდერებისგან უკვე მიიღო, კვირას ბერლინში ამომრჩეველს სტაბილური მთავრობის ფორმირების პირობა მისცა.

გერმანიაში კვირას გამართულ ბუნდესტაგის არჩევნებში მერკელის ლიდერობით მოქმედმა ბლოკმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი“ და „ქრისტიანულ-სოციალური კავშირი“, ამომრჩეველთა ხმების 41,5% მიიღო. მართალია, მერკელის პარტიას სულ ორი ადგილი დააკლდა პარლამენტში იმისათვის, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მოეპოვებინა, მაგრამ, როგორც 23 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ანგელა მერკელმა, მისი ლიდერობით მოქმედ კოალიციას აქვს „მყარი მანდატი“ ახალი მთავრობის ფორმირებისათვის:

“ჩვენ, კონსერვატორებს, გვაქვს მყარი მანდატი მთავრობის ფორმირებისათვის და ჩვენ შევასრულებთ ამ მანდატს, რადგან გერმანიას სტაბილური მთავრობა სჭირდება“.

რა თქმა უნდა, ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისათვის და უკვე მქონდა პირველადი კონტაქტები სოციალ-დემოკრატების ლიდერ ზიგმარ გაბრიელთან, რომელმაც აღნიშნა, რომ სოციალ-დემოკრატების ლიდერები პარასკევს გამართავენ შეხვედრას...
კვირას გამართულ არჩევნებში ხმათა საკმაო რაოდენობა ვერ მოაგროვა და პარლამენტს გარეთ დარჩა მერკელის მთავარი მოკავშირე -„თავისუფალი დემოკრატების პარტია“.

23 სექტემბერს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე პოტენციური დიდი კოალიციის შესაქმნელად მერკელმა არ გამორიცხა მოლაპარაკებები მემარცხენე-ცენტრისტ სოციალ-დემოკრატებთან, რომლებმაც არჩევნებში მეორე შედეგი აჩვენეს და ხმათა 25,7% მიიღეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისათვის და უკვე მქონდა პირველადი კონტაქტები სოციალ-დემოკრატების ლიდერ ზიგმარ გაბრიელთან, რომელმაც აღნიშნა, რომ სოციალ-დემოკრატების ლიდერები პარასკევს გამართავენ შეხვედრას. რა თქმა უნდა, პრიორიტეტები სხვადასხვა პარტიის კომიტეტებს ენიჭებათ,“ - განაცხადა მერკელმა. ის გერმანიის ისტორიაში მესამე კანცლერია, რომლის ლიდერობითაც მოქმედი კოალიცია ზედიზედ მესამედ იმარჯვებს ბუნდესტაგის ქვედა პალატის არჩევნებში.

ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ, რომელმაც ანგელა მერკელს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, გამოთქვა რწმენა, რომ იგი გააგრძელებს საქმიანობას „ევროპის საკეთილდღეოდ“. ანგელა მერკელიც მიიჩნევს, რომ კვირას გამართული ბუნდესტაგის არჩევნების შედეგები სერიოზული არგუმენტია ევროკავშირის ერთობისათვის. გერმანიას, რომელიც ევროპული ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივი და ერთიანი ევროპული ვალუტის მომხრეა, ბოლო წლებში წილად ხვდა კრიტიკა საბერძნეთისა დ ევროკავშირის ხვა ქვეყნების მხრიდან, რომლებიც იძულებულნი გახდნენ მკაცრი ეკონომიკური ზომებისათვის მიემართათ ფინანსური კრიზისიდან გამოსასვლელად.
XS
SM
MD
LG