Accessibility links

არასამთავრობოები წინასაარჩევნო დარღვევების ფაქტებს აქვეყნებენ


არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების პრესკონფერენცია

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების პრესკონფერენცია

საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე საქართველოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები წინასაარჩევნო ვითარებას მძიმეს უწოდებენ და დარღვევების კონკრეტულ ფაქტებს აქვეყნებენ. 4 სექტემბერს ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” მიერ წარმოდგენილ შუალედურ ანგარიშში საუბარია ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არაერთ ფაქტზე, პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო ზეწოლის, მუქარისა და დევნის 39 შემთხვევაზე. ”სამართლიანი არჩევნების“, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მონაცემებით კი, არჩევნების პორტალზე უკვე წინასაარჩევნო დარღვევის 301 ინციდენტი დაფიქსირდა, მათგან ზეწოლის - 198 და ამომრჩევლის მოსყიდვის 46 ფაქტი.

2012 წლის 12 აგვისტოდან ქობულეთი-ზენითის სამარშრუტო ტაქსის მძღოლს, როინ ქათამაძეს, სამარშრუტო ხაზზე მუშაობა აუკრძალეს. საქმიანობის აკრძალვის მიზეზად ის მის მიერ კოალიცია ”ქართული ოცნების” მხარდამჭერების შეხვედრებზე ტრანსპორტირებას ასახელებს.

არჩევნების პორტალზე (www.electionsportal.ge) მსგავსი წინასაარჩევნო დარღვევების რიცხვი მატულობს. ამ დროისათვის სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - ”სამართლიანი არჩევნების“, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა -
ყველაზე ხშირია ადამიანებზე ზეწოლის შემთხვევები, სულ 198 შემთხვევა. ასევე ჩვენთან დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის 46 ფაქტი, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 61 შემთხვევა და სხვადასხვა სახის დარღვევების 16 ფაქტი...

საქართველოს” - და ასევე მოქალაქეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დარღვევის 301 ფაქტი ფიქსირდება. ”სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ყველაზე ხშირია ადამიანებზე ზეწოლის ფაქტები:

”ყველაზე ხშირია ადამიანებზე ზეწოლის შემთხვევები, სულ 198 შემთხვევა. ასევე ჩვენთან დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის 46 ფაქტი, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 61 შემთხვევა და სხვადასხვა სახის დარღვევების 16 ფაქტი.”

რეგიონებში დარღვევების ყველაზე მეტი, 62 ფაქტი კახეთში დაფიქსირდა. შემდეგ მოდის იმერეთი - 49 დარღვევით, შიდა ქართლი (44), გურია (29) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (27).

თბილისის ათივე ოლქში, შეჯამებული მონაცემებით, 43 ინციდენტია აღრიცხული, ოლქების მიხედვით კი სურათი ასეთია: გორში ამ დრომდე მოხდა 26 ინციდენტი, გურჯაანში - 15, დედოფლისწყაროში - 13, ლანჩხუთში - 11, ქუთაისში - 11, კასპში - 10, ოზურგეთში - 10, ლაგოდეხში - 9, ზუგდიდში - 9, საჩხერეში - 9.

საიას წარმომადგენელი ლელა ტალიური ამბობს, რომ არჩევნების პორტალზე გამოქვეყნებული ინციდენტების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მათი გადამოწმების შემდეგ ქვეყნდება. თუ დარღვევა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხება, ის უწყებათშორის კომისიასაც ეგზავნება, თუ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას, მაშინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ა.შ.
შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ საკმაოდ მძიმე წინასაარჩევნო გარემო გვაქვს და თითქმის ყველანაირი დარღვევაა უკვე დაფიქსირებული, რაც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს...

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ წინასაარჩევნო ვითარება, თუნდაც უკვე ცნობილი ფაქტების გათვალისწინებით, ძალიან შორს დგას იდეალურისგან:

”შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ საკმაოდ მძიმე წინასაარჩევნო გარემო გვაქვს და თითქმის ყველანაირი დარღვევაა უკვე დაფიქსირებული, რაც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს.”

წინასაარჩევნოდ უფრო დეტალური შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრმაც”. ორნაწილიანი ანგარიში საარჩევნო კანონმდებლობის სამართლებრივ ანალიზს და წინასაარჩევნო დარღვევების პირველ აგვისტომდე დაფიქსირებულ ფაქტებს აერთიანებს. ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ყველაზე მკაფიო წინასაარჩევნო დარღვევები ადმინსტრაციული რესურსის გამოყენებას უკავშირდება:

”ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ძალიან ბევრი ფაქტი დაგროვდა, ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები, პოლიტიკური ნიშნით დევნის 39 ფაქტი მოხვდა ჩვენს ანგარიშში, რომ აღარაფერი ვთქვათ ყოფილი კონტროლის პალატის უკანონო საქმიანობაზე, რაც ადამიანების დაბარებასა და დაკითხვაში გამოიხატება და დამსჯელ სტრუქტურადაა ქცეული. ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი მოხვდა ჩვენს ანგარიშში.”
ჩვენ რეაგირებას ვახდენთ ყველა სანდო წყაროს მიერ მოწოდებულ დარღვევაზე; ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ, რომ ამ არჩევნებზე არავინ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი და, ვიმეორებ, რეაგირებას მოვახდენთ დარღვევის ყველა ფაქტზე, თუ ის იქნება დადასტურებული...

რაც შეეხება სამართლებრივი ანალიზის ნაწილს, ცენტრი აცხადებს, რომ კონტროლის პალატის - ახლანდელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის - საქმიანობა ხუთი თვის განმავლობაში, როდესაც ისინი პოლიტიკური პარტიების ფინანსებს ამოწმებდნენ, ანტიკონსტიტუციური იყო.

ანგარიშის მიხედვით, ყოფილი კონტროლის პალატის ძირითად ფუნქციას განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციის 97-ე მუხლი, რომლის თავდაპირველი რედაქციით, საქართველოს კონტროლის პალატის უფლებამოსილებაში შედიოდა მხოლოდ „სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვაზე“ ზედამხედველობა. კონტროლის პალატის ეს კომპეტენცია და ასევე მისი სახელწოდება შეიცვალა მხოლოდ 2012 წლის 22 მაისის კონსტიტუციური ცვლილებით. შესაბამისად, მანამდე კონტროლის პალატას არასახელმწიფო სახსრების შემოწმების უფლება არ ჰქონდა, აცხადებს უჩა ნანუაშვილი:
უჩა ნანუაშვილი

უჩა ნანუაშვილი


”კანონში ცვლილებამდე ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა არასახელმწიფო სახსრების ხარჯვაზე ზედამხედველობას, არის ანტიკონსტიტუციური და ჩვენ მოვითხოვთ ამ საკითხების შესწავლის მიზნით შეიქმნას კომისია, რომელიც იმსჯელებს და დააბრუნებს იმ მდგომარეობას, რომელიც გვქონდა ამ კანონის მიღებამდე, 2011 წლის დეკემბრამდე.”

მმართველი პარტია არასამთავრობო სექტორის კრიტიკას საკუთარი არგუმენტებით უპასუხებს. ”ნაციონალური მოძრაობის” სპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, რომ მათმა პოლიტიკურმა ძალამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საჭირო არაერთი ნაბიჯი გადადგა:

”ჩვენ მხარი დავუჭირეთ ახალ საარჩევნო კოდექსს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, მხარი დავუჭირეთ მეტად მნიშვნელოვან ძალისხმევას იმისთვის, რომ გადამოწმდეს საარჩევნო სიის სიზუსტე, „მასთ ქერის“ რეგულაციების ამოქმედებას, იმისათვის, რომ გაიზარდოს მედიაზე ხელმისაწვდომობა; ჩვენ ასევე რეაგირებას ვახდენთ ყველა სანდო წყაროს მიერ მოწოდებულ დარღვევაზე; ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ, რომ ამ არჩევნებზე არავინ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი და, ვიმეორებ, რეაგირებას მოვახდენთ დარღვევის ყველა ფაქტზე, თუ ის იქნება დადასტურებული.”
XS
SM
MD
LG