Accessibility links

logo-print
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობისათვის საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად საქართველოს მოქალაქეს საკონსულო აღრიცხვის გავლა ევალება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, საკონსულო აღრიცხვაზე არმყოფ მოქალაქეებს რეგისტრირება 10 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ. ამისათვის მათ ან შესაბამის საკონსულო დაწესებულებას, ან საარჩევნო უბანს უნდა მიმართონ. ამ წესით დარეგისტრირებულები ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხვდებიან, თუმცა მათი რაოდენობა, წინასწარი გათვლებით, საარჩევნო ასაკის მქონე ემიგრანტთა საერთო რაოდენობის შესაბამისი არ იქნება.

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ძირითადად საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვის პროცედურის სირთულეზე ამახვილებენ ყურადღებას და, არჩევნებამდე დარჩენილი დროის სიმცირის მიუხედავად, იმედოვნებენ, რომ საარჩევნო სიაში საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფ მოქალაქეთა მოხვედრის მექანიზმიც გამოიძებნება. დღევანდელი ვითარებით, საკონსულო რეგისტრაციის გავლა ძირითადად უცხოეთში ლეგალურად მყოფ პირებს შეუძლიათ, არალეგარებს კი, ზემოხსენებული ოპონენტების განცხადებებით, გაუჭირდებათ იმ ბარიერის დაძლევა, რომელიც, აგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული ორი ბრძანების თანახმად, საკონსულო სამსახურში ან საარჩევნო უბანში წარსადგენი დოკუმენტებისთვის უცხოეთში ცხოვრების ადგილის შესახებ ცნობის ან სხვა აღიარებული დოკუმენტის დამატებას ითვალისწინებს. არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი ფიქრობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი გადაწყვეტილებებით ოპოზიციის პოტენციური მხარდამჭერები დაბლოკა. კახი კახიშვილი დარწმუნებულია, რომ ემიგრაციის მაქსიმალური უმრავლესობა ხელისუფლებას არ თანაუგრძნობს.

”როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც აქედან ათდღიანი ვიზით წავიდა და ვიზაში ძალიან დიდი ფული გადაიხადა იმისათვის, რომ რაღაცნაირად ოჯახი არჩინოს, მძიმე სოციალური პირობების გამო წავიდა და მოშორდა საკუთარ მიწა-წყალს და ნათესავებს და სადღაც მუშაობს ძიძად ან დამლაგებლად, იყოს ხელისუფლების მხარდამჭერად განწყობილი?“ - კითხულობს კახი კახიშვილი.
ერთმნიშვნელოვნად ეს არის არასწორი, რომ სხვადასხვა ტიპის ხელოვნურ ბარიერს უქმნი საკუთარ მოქალაქეებს, საზღვარგარეთ მცხოვრებთ. თუმცა მაინცდამაინც არა მგონია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტების ძალიან დიდი უმრავლესობა იყოს მოწადინებული საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ პრობლემები შეიძლება შეექმნათ არალეგალობის გამო იმ ქვეყნებში, სადაც ისინი იმყოფებიან...

საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე კი, ბოლო დროს საზღვარგარეთ ქართული დიასპორების მიერ საარჩევნო უფლების განხორციელების ხელშეწყობის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, ვარაუდობს, რომ პროცენტულად არალეგალური ემიგრაციის ძალიან მცირე ნაწილი ისურვებდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას:

”ერთმნიშვნელოვნად ეს არის არასწორი, რომ სხვადასხვა ტიპის ხელოვნურ ბარიერს უქმნი საკუთარ მოქალაქეებს, საზღვარგარეთ მცხოვრებთ. თუმცა მაინცდამაინც არა მგონია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტების ძალიან დიდი უმრავლესობა იყოს მოწადინებული საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ პრობლემები შეიძლება შეექმნათ არალეგალობის გამო იმ ქვეყნებში, სადაც ისინი იმყოფებიან.”

საარჩევნო სიების დამდგენი სახელმწიფო კომისიის მონაცემებით, საკონსულო აღრიცხვაზე საზღვარგარეთ საქართველოს დაახლოებით 45 000 მოქალაქე დგას, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა კი, 1 აგვისტოს მონაცემებით, 310 000-ს აჭარბებს. მამუკა კაციტაძე შენიშნავს, რომ კომისიის ”კარდაკარმა” არალეგალთა რაოდენობის სრული სურათი ვერ შექმნა. ”ქართულ ოცნებაში” კი, თავის მხრივ, მსოფლიო ბანკისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებზე დაყრდნობით, ამტკიცებენ, რომ ემიგრაციაში საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე იმყოფება.

შეიქმნას ყველა პირობა იმისთვის, რომ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა (ამომრჩევლის 25-მა პროცენტმა) მოახერხონ არჩევნებში მაია ფანჯიკიძე

მაია ფანჯიკიძე

მონაწილეობა, თუნდაც ამისთვის საჭირო გახდეს ხმის მიცემის დღის შეცვლა -ესაა ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელზეც 3 სექტემბერს კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება კოალიციის სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ:

”არჩევნები არის დანიშნული სამუშაო დღეს, ორშაბათს, როდესაც საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, ეს არის სამუშაო დღე და მათთვის ძალიან რთული იქნება ხმის მიცემა. გარდა ამისა, უკვე ცხადია, რომ საარჩევნო კომისია არ აპირებს დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას საზღვარგარეთ.”

მაია ფანჯიკიძის განმარტებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და უცხოეთში მოქმედ საელჩოებს საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა 18 დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით მიმართეს. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ეკა აზარაშვილი კი განმარტავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უბნების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი:

”დღევანდელი მონაცემებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების შესაბამისად, საზღვარგარეთის 40 ქალაქში გახსნილია 42 უბანი. რაც შეეხება გაზრდას, ჩვენ ველოდებით საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებისგან ინფორმაციას, რამდენი ადამიანი იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და რამდენმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია. საარჩევნო რეგისტრაციას ვგულისხმობ. ანუ მხოლოდ ამის საფუძველზე გავაკეთებთ უკვე კომენტარს უბნებთან დაკავშირებით.”
უპირობოდ უნდა გაუქმდეს საკონსულო რეგისტრაციის გართულებული პროცედურა, უნდა გამარტივდეს ონლაინრეგისტრაცია, უნდა მოხდეს სპეციალურ სიებში ამომრჩევლის პირადი განცხადების საფუძველზე დაუყოვნებლივ აყვანა ყველა საკონსულოში ან საელჩოში ფიზიკურად მისული ადამიანის, რომელიც განაცხადს შეიტანს...

საზღვარგარეთ არჩევნების უქმე დღეს ჩატარებისა და საარჩევნო უბნების რაოდენობის გაზრდის მოთხოვნით 2 სექტემბერს უცხოეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართა საქართველოს მოქალაქეთა საპროტესტო აქცია. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის - „ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის” - საკოორდინაციო საბჭოს წევრი გიორგი ოკრიბელაშვილი ათენში გამართული აქციის სხვა მოთხოვნებსაც ჩამოთვლის:

”უპირობოდ უნდა გაუქმდეს საკონსულო რეგისტრაციის გართულებული პროცედურა, უნდა გამარტივდეს ონლაინრეგისტრაცია, უნდა მოხდეს სპეციალურ სიებში ამომრჩევლის პირადი განცხადების საფუძველზე დაუყოვნებლივ აყვანა ყველა საკონსულოში ან საელჩოში ფიზიკურად მისული ადამიანის, რომელიც განაცხადს შეიტანს და, რაც მთავარია, შემცირდეს ის 21-დღიანი ვადა, როცა წყდება ამომრჩეველთა სიაში უცხოეთში მყოფი ადამიანების რეგისტრირება.”

საკონსულო დაწესებულებები საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეთა რეგისტრაციის მონაცემებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას 11 სექტემბერს გადასცემენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG