Accessibility links

logo-print

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ”ქართული ოცნება" ლიდერობს


საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" ლიდერობს როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით. ცესკოს მონაცემებით, რომლებიც უბნების 35,16%-ის შედეგებს ეფუძნება, პროპორციული სისტემით ”ქართულ ოცნებას” ხმების 53,15% აქვს, ნაციონალურ მოძრაობას კი 41,6%. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 32 მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები იმარჯვებენ, 26-ში კი ნაციონალური მოძრაობის. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტები 5%-იან საარჩევნო ბარიერის გადალახვას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა "სამართლიანმა არჩევნებმა". ორგანიზაციის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით: კოალიცია "ქართული ოცნებას" აქვს 54.6%, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - 40.7%, "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" - 2.0%, "ლეიბორისტულ პარტიას" - 1.2%, "ახალ მემარჯვენეებს" - 0.4%, სხვა პარტიებს - 1.0%.

როგორც ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განუცხადა, შესაძლოა ხაშურის, გორისა და ქარელის რამდენიმე უბანზე არჩევნების შედეგები გაუქმდეს.
XS
SM
MD
LG