Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი: ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში გადადის


მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში გადადის - ამის შესახებ დღევანდელი ტელემიმართვისას განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით აშკარაა კოალიცია ”ქართული ოცნების” უპირატესობა, რაც ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ახალი მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს.

”მე, როგორც პრეზიდენტი კონსტიტუციის ფარგლებში ხელს შევუწყობ, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, შეძლოს თავმჯდომარის არჩევა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბება”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მისთვის ფუნდამენტურად მიუღებელი იყო და არის ”ქართული ოცნების” შეხედულებები, რომლებსაც მცდარად მიიჩნევს. ”მაგრამ დემოკრატია მუშაობს ისე, რომ ქართველი ხალხი უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცემთ ძალიან დიდ პატივს”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა როგორც ოპოზიციური ძალა, კვლავ იბრძოლებს ვარდების რევოლუციის მონაპოვრების შენარჩუნებისა და ქვეყნის მომავლისთვის.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მისი და მთავრობის კურსის დიდი რაოდენობით მხარდამჭერებს და განაცხადა, რომ საქართველოს განვითარებას და პროგრესს ალტერნატივა არ ექნება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG