Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალციხეში განმეორებითი არჩევნები აღარ ჩატარდა


ახალციხე
ახალციხე
საქართველოს მასშტაბით 11 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა. ეს გადაწყვეტილება ცესკომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამო მიიღო. რატომ არ ჩატარდა განმეორებითი არჩევნები ახალციხის მუნიციპალიტეტის გაბათილებულ უბანზე?

ახალციხის მუნიციპალიტეტში გაუქმებულ უბანზე ხელახალი არჩევნები აღარ ჩატარდა. ერთადერთი, რომელიც ადგილობრივმა N37 საოლქო საარჩევნო კომისიამ გააუქმა, კლდის N16 უბანი იყო. სხვადასხვა პროცესუალური დარღვევების გამო კომისიამ აქედან მიღებული ხმები ბათილად ცნო. როგორც ოლქის თავჯდომარე განმარტავს, აღნიშნულ უბანზე საარჩევნო პროცესი არ განმეორდა, რადგან მის მონაცემებს საბოლოო შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

N37 საოლქო სარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა დეპუტატმა გაასაჩივრა. მან კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, რის გამოც ვაჟა ჩიტაშვილმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სასამართლომ მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების თნახმად, ვაჟა ჩიტაშვილს კლდის N16 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ ხმათა რაოდენობა მაჟორიტარული სისტემით შეუნარჩუნდა, ხოლო პროპორციული გაუქმდა. კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სასამართლოს გადაწყვეტილებასა და, ზოგადად, ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს.

იმის გამო, რომ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია, ახალციხის მუნიციპალიტეტში კენჭისყრის პროცესი არ განმეორდა. ხელახალი არჩევნები საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 3 ოლქში - სიღნაღში, ხაშურსა და გორში - ჩატარდა. ამ ოლქებში ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს. ცესკოს მიერ შედეგების წარდგენის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.
XS
SM
MD
LG