Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი დაუპირისპირდა მიგრანტებისათვის თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმას


რომის პაპი ფრანცისკე 27 მარტს აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ტრადიციული მიმართვისა და ღვთისმსახურების დროს დაუპირისპირდა მიგრანტებისა და დევნილებისათვის თავშესაფრის მიცემაზე „უარის თქმას“. ტრადიციულ მიმართვაში, Urbi et Orbi ("ქალაქსა და მსოფლიოს"), რომის პაპმა ისაუბრა ძალადობაზე, უსამართლობასა და საფრთხეზე, რაც მთელ მსოფლიოს ემუქრება. რომის პაპის გამოსვლამდე ვატიკანში, წმინდა პეტრეს საყდრის წინ, სადაც ათეულ ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, უსაფრთხოების საგანგებო ზომები იქნა მიღებული. წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალურ აივანზე მდგომმა ფრანცისკემ მოუწოდა კათოლიკეებს, რომ „არ დაივიწყონ ის მიგრანტები და დევნილები, ის ათეულ ათასობით ქალი და კაცი, მათ შორის - ბავშვები, რომლებიც გაურბოდნენ ომს, შიმშილს, სიღატაკეს და სოციალურ უსამართლობას, უკეთესი მომავლის ძიებაში“. ფრანცისკემ ისაუბრა ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებზე და მოუწოდა მსოფლიოს, რათა „სიყვარულის იარაღი“ გამოიყენოს „ბრმა და სასტიკი“ სიძულვილის წინააღმდეგ საბრძოლველად.

XS
SM
MD
LG