Accessibility links

logo-print

პაპი: მიგრანტები კი არ წარმოადგენენ საფრთხეს, არამედ ისინი თავად არიან საფრთხეში


რომის პაპი მიგრანტებთან შეხვედრის დროს. საბერძნეთი, 2016 წლის 16 აპრილი

რომის პაპი მიგრანტებთან შეხვედრის დროს. საბერძნეთი, 2016 წლის 16 აპრილი

პაპი ფრანცისკეს თქმით, მიგრანტები „კი არ წარმოადგენენ საფრთხეს, არამედ ისინი თავად არიან საფრთხეში“.

კთოლიკური ეკლესიის მეთაური 28 მაისს შეხვდა ასობით ბავშვს, მათ შორის ნიგერიელ მიგრანტ ბიჭს, რომლის მშობლებიც დაიხრჩვნენ, როცა იტალიის ნაპირებამდე მიღწევას ცდილობდნენ. განვლილ კვირაში სავარაუდოდ 10 ათასამდე ადამიანი გადაარჩინეს ლიბიის ნაპირებთან, როცა მიგრანტები ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში გადასხდომას ცდილობდნენ. რამდენიმე ნავი ჩაიძირა. "იუნისეფის" თქმით, ნაპოვნ 45 დაღუპულს შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვიც იყო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG