Accessibility links

logo-print

ექიმები სასწრაფო დახმარების მუშაობას აკრიტიკებენ


ექიმების საპროტესტო აქცია

ექიმების საპროტესტო აქცია

შიმშილობის მეხუთე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიდან გათავისუფლებულ ექიმებს სოლიდარობის ნიშნად სხვა ექიმებიც შეუერთნენ. მათ გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ეზოში, სადაც მოშიმშილე ექიმებს კარვები აქვთ გაშლილი, აქცია გამართეს. ექიმებს რამდენიმე მთავარი მოთხოვნა აქვთ: გამოიყოს მორიგეობისას დასვენებისთვის საჭირო გონივრული დრო, გაიზარდოს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების რაოდენობა და სამსახურში აღადგინონ ცოტა ხნის წინ დათხოვილი 5 ექიმი. თუ აქამდე თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო ექიმების გათავისუფლებას არ ეწინააღმდეგებოდნენ, ახლა ხელისუფლებამ ექიმები მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვია. სასწრაფოს თემაზე საგანგებო შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროშიც.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამასახურის ეზოში მოშიმშილე 4 ექიმის მხარდასაჭერად დალი სილაგაძე 4 თვის ბავშვთან ერთად მივიდა.

”ტელევიზორით გავიგე, ციცი კაშია გაათავისუფლეს სამსახურიდანო და მოვედი. ეს პატარა ბავშვი, ახლა რომ ხედავთ, სამი თვის წინ გადაარჩინა ციციმ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში გვყავდა. 20 დღის იყო მაშინ. მაგან რომ გააკეთა, მაგას ვერ გააკეთებს ყველა ექიმი, ალბათ. არის ნამდვილი პროფესიონალი და ასეთი კადრები არ უნდა თავისუფლდებოდეს სამსახურიდან”.

ციცი კაშია სასწრაფო სამედიცინო დახმარების 3 სხვა ექიმთან ერთად 7 მარტს გაათავისუფლეს სამსახურიდან. სამსახურის უფროსმა კახა ჩიხრაძემ თანამშრომელთა დათხოვნის მიზეზად, ერთი მხრივ, ხელშეკრულების ვადის ამოწურვა დაასახელა, მეორე მხრივ კი, ექიმების მორიგეობაზე გამოუცხადებლობა და გაფიცვის ორგანიზების მცდელობა.
შეუძლებელია 5 მისამართი შეასრულო და ფილიალში ერთხელ არ შეხვიდე, შეუძლებელია. როგორ მისამართებზე მოვითხოვოთ ტუალეტში შესვლა? ...

ექიმებმა შიმშილობა გათავისუფლების დღიდან გამოაცხადეს. მათ მოგვიანებით კიდევ ერთი ექიმი შეუერთდა. მოშიმშილე ექიმები დარწმუნებულნი არიან, რომ კახა ჩიხრაძემ ისინი მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო გაათავისუფლა. აქციაზე მისული ექიმები აბსოლუტურად იზიარებდნენ იმ მოთხოვნებს, რომელთაც მოშიმშილეები აყენებენ - 24-საათიანი მორიგეობისას გამოიყოს დასვენების დრო, გაიზარდოს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების რიცხვი... ექიმების თქმით, დღეს არსებული 80-მდე ეკიპაჟი 1800-მდე გამოძახებას ვერ აუდის:

”სასწრაფო პაციენტთან 11-15 წუთის განმავლობაში უნდა მივიდეს და 2-3 საათის შემდეგ რომ მიდის, მე მგონი, ის სასწრაფო აღარ არის. ამის მიზეზი ის არის, რომ გამოძახება ბევრია, ბრიგადები არ არის საკმარისი ან არასწორი მენეჯმენტია, პაციენტთა ნაწილი უნდა გადამისამართდეს პოლიკლინიკებში, მათ უნდა ჩუტარდეთ ახსნა-განმარტება და სასწრაფო უნდა გავიდეს გადაუდებელ მისამართებზე”.

სასწრაფოს ექიმის რუსუდან გოგიჩაიშვლის ამ აზრს იზიარებს სასწრაფოს უფროსი ექიმი ხათუნა ხაზარაძე. მისი თქმით, კონტროლის სამსახური, რომელიც რამდენიმე ხნის წინ შეიქმნა, ექიმებს საპირფარეშოში ყოფნის წუთებსაც კი უკონტროლებს.

”შეუძლებელია 5 მისამართი შეასრულო და ფილიალში ერთხელ არ შეხვიდე, შეუძლებელია. როგორ მისამართებზე მოვითხოვოთ ტუალეტში შესვლა? ეს ეთიკურად გამართლებულია?”
მიჰყავთ სადღაც, რამდენიმე კლინიკაში, და რატომღაც შემდგომ ეს კლინიკა ხდება პაციენტების სხვაგან გამანაწილებელი. მე მინახავს, ზოგიერთი ემერჯენსის წინ რიგი დგას სასწრაფოს მანქანების და საკმაო დრო სჭირდება ამ პაციენტების კლინიკაში შეყვანას...

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები მართვის სისტემის შეცვლასაც მოითხოვენ. ექიმები პაციენტთა პროფილურ კლინიკებში ჰოსპიტალიზაციას ემხრობიან, მაშინ როცა, სამსახურის უფროსის კახა ჩიხრაძის მითითებით, პაციენტები კონკრეტული კლინიკების ე.წ. ემერჯენსებში მიჰყავთ. რადიო თავისუფლებასთან საუბარში რამდენიმე დღის წინ კახა ჩიხრაძემ განმარტა, რომ ემერჯენსები აქვთ მრავალპროფილურ კლინიკებს, სადაც პაციენტთა დიაგნოსტირება და მკურნალობა იოლია, ანუ პაციენტთა შემდგომი გადაადგილება საჭირო აღარ არის. თუმცა ექიმები სხვა პრაქტიკის შესახებ ლაპარაკობენ. მოშიმშილე ექიმების მხარდამჭერ აქციაზე მისულმა რეფერალური კლინიკის დირექტორმა ჯუმბერ ბოლღაშვილმა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კლინიკაში ყველა განყოფილებაა, მათ შორის, გადაუდებელი დახმარების, ვერაფრით მოხერხდა იმ პირობის შესრულება, რომლის თანახმადაც სასწრაფო დახმარების 8 ბრიგადა რეფერალურ კლინიკაში მიიყვანდა პაციენტებსო. ჯუმბერ ბოლღაშვილის სიტყვებით, კლინიკა უკვე ფინანსური პრობლემების წინაშე დგას, რადგან პაციენტთა სიმცირეს უჩივის. ჯუმბერ ბოლღაშვილს სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელობის მენეჯმენტის არ ემის:

”მიჰყავთ სადღაც, რამდენიმე კლინიკაში, და რატომღაც შემდგომ ეს კლინიკა ხდება პაციენტების სხვაგან გამანაწილებელი. მე მინახავს, ზოგიერთი ემერჯენსის წინ რიგი დგას სასწრაფოს მანქანების და საკმაო დრო სჭირდება ამ პაციენტების კლინიკაში შეყვანას, სორტირებას და მერე დახმარების გაწევას. ეს უკვე არანორმალურია. სასწრაფომ თავისი ფუნქცი გადააბარა რომელიღაცა კლინიკებს და ამის გამო გვიანდება პაციენტების მიყვანა ადგილზე”.

თუ თავიდან ხელისუფლება არ იწუნებდა სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის, კახა ჩიხრაძის გადაწყვეტილებას ექიმების სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, მოულოდნელად ვითარება შეიცვალა და, ჯანდაცვის მინისტირის ინიციატივით, შეხვედრა გაიართა, რომელსაც მერიის სოციალური სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები და სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსი კახა ჩიხრაძე ესწრებოდნენ. სწორედ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ გაიწერა 6-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ექიმებს შესთავაზებენ ვითარების დასარეგულირებლად.

”გამოძახებები 1200-დან 1700-მდე გაიზარდა, მაგრამ არ გაზრდილა დაგვიანება.
ეს არის კონტროლის სამსახურის და ხარისხის მართვის გაუმჯობესება. ისინი ამ სამსახურების გაუქმებას მოითხოვენ იმის გამო, რომ შეიძლება ექიმს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ა.შ. ეს არ შეიძლება, ეს არის ერთ-ერთი ურთულესი და სტრატეგიული სამსახური, ძალზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისათვის, ჩვენი მოსახლეობისათვის. ამიტომ ხარისხი და კონტროლი ყოველთვის იქნება პრიორიტეტული როგორც სამინისტროსთვის, ასევე მერიისთვის”, განაცხადა თბილისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ.

თავად სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსი კახა ჩიხრაძე კი მოშიმშილეთა საკითხის სასამართლოს გზით გადაწყვეტის მომხრეა.
XS
SM
MD
LG