Accessibility links

logo-print

ერაყი: ჯიჰადისტებმა სახიფათო რადიოგრაფიული ხელსაწყო მოიპარეს


ერაყმა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ გასული წლის ნოემბერში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა მოიპარეს ქარხნულად დამზადებული რადიოგრაფიული ხელსაწყო, რომელიც პოტენციურად სასიკვდილო რადიოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს. ერაყის ხელისუფლების წარმომადგენელმა „როიტერსთან“ საუბარში განაცხადა, რომ ექსტრემისტებმა, რომლებიც ერაყის ჩრდილოეთს აკონტროლებენ, ხელსაწყო, შესაძლოა, გამოიყენონ ე.წ. „ბინძური ბომბების“ შექმნისათვის. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხნულად დამზადებული რადიოგრაფიული ხელსაწყო ეკუთვნოდა ერთ-ერთ ამერიკულ სანავთობე კომპანიას, რომელიც მოწყობილობას ქალაქ ბასრაში მდებარე გაზისა და ნავთობის საბადოებზე მუშაობის დროს გამოიყენებდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG