Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დაიწყო სამდღიანი გლოვა ბაღდადის სავაჭრო ცენტრში აფეთქების მსხვერპლთა გამო


ერაყში დაიწყო სამდღიანი გლოვა ბაღდადის სავაჭრო ცენტრში აფეთქების მსხვერპლის გამო. 3 ივლისის აფეთქებას 119 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი 200-ს აღწევს. ერაყის პრემიერ-მინისტრი, ჰაიდარ ალ-აბადი შემთხვევის ადგილზე მივიდა 4 ივლისს და იქ გამოაცხადა გლოვის დაწყების შესახებ. მან დაავალა შესაბამის პირებს, მომხდარი სრულად გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ. მანქანაში ჩადებული ბომბის აფეთქებისთვის პასუხისმგელობა იკისრა ტერორისტულმა გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. ცნობით, არაერთი დღე დასჭირდება გვამების ამოცნობას. მეორე ბომბი ასევე ბაღდადში აფეთქდა შააბის უბანში, სადაც ხუთი ადამიანი დაღუპა. თეთრმა სახლმა დაგმო თავდასხმები და განაცხადა, რომ ტერაქტი მხოლოდ აძლიერებს აშშ-ის განზრახვას, გადაჭრით იმოქმედოს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბროლაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG