Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანის რიზეს სიტყვის ექო


ლაშა ძებისაშვილი
ლაშა ძებისაშვილი

საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელშიც თურქეთის ლიდერმა განმარტა, თუ რატომ ინტერესდება ანკარა სხვადასხვა გეოგრაფიული არეალით და, მათ შორის, ბათუმით.

ერდოანის რიზეს სიტყვის ექო
please wait

No media source currently available

0:00 0:50:51 0:00
გადმოწერა

"ზოგიერთები გვეკითხებიან, რატომ ინტერესდებით ერაყით, სირიით, საქართველოთი, ყირიმით, მთიანი ყარაბაღით, აზერბაიჯანით, ბალკანეთით და ჩრდილოეთ აფრიკით? თუმცა, მათგან არავინ ინტერესდება, რომ არც ერთი ამ ადგილიდან ჩვენთვის უცხო არ არის. ნუთუ შესაძლებელია რიზეს ბათუმისგან განსხვავება, ედირნესა და სალონიკის განცალკევება? როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ გაზიანთეფი, ალეპო, მარდინი, ჰასაკა, სირთე და მოსული ერთმანეთთან დაკავშირებული არ არიან?“განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა რიზეს უნივერსიტეტში 15 ოქტომბერს. თურქეთის პრეზიდენტის ამ გამოსვლას საქართველოში ზოგიერთები ავბედით მინიშნებას და ანკარის ექსპანსიონისტური, პანთურქული პოლიტიკის გამოვლენად მიიჩნევენ. სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს „შიდა მოხმარებისათვის“ განკუთვნილი მესიჯებია, რის გამოც დიდი ხმაურის ატეხვა არ ღირს. ჩვენს შეკითხვებს პასუხობს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტიკური მეცნიერების დოქტორი ლაშა ძებისაშვილი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG