Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანმა „ფარისევლობა“ უწოდა ევროკავშირის მოთხოვნას


რეჯეპ ტაიპ ერდოანი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ თურქეთის მიერ ანტიტერორისტულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა აუცილებელი მოთხოვნაა იმ პირობათა შორის, რომელთა შესრულებაზეც არის დამოკიდებული თურქეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზება.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირსა და თურქეთს შორის შეუძლებელი იქნება შეთახმებამდე მისვლა“, - განაცხადა 12 მაისს იუნკერმა. თურქეთის პრეზიდენტმა უარი თქვა ევროკავშირის პირობების შესრულებაზე, რასაც რეჯეპ ტაიპ ერდოანმა „ფარისევლური“ უწოდა. ევროკავშირი ადანაშაულებს ანკარას იმ ანტიტერორისტული კანონმდებლობის გამო, რომელიც, ბრიუსელი აზრით, ჟურნალისტების დაშინებისა და განსხვავებული აზრის ჩახშობისკენ არის მიმართული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG