Accessibility links

logo-print

მერკელმა გზა გაუხსნა ერდოანზე შექმნილი ლექსის საქმის გამოძიებას


ანგელა მერკელი, იან ბიომერმანი

ანგელა მერკელი, იან ბიომერმანი

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ სიტყვის და ხელოვნების თავისუფლება დემოკრატიის ელემენტარული ნორმებია, მაგრამ მან გერმანიის იუსტიციას მიანიჭა უფლებამოსილება, გამოიძიონ სატირიკოს იან ბიომერმანის მიერ თურქეთის პრეზიდენტზე, რეჯეფ ტაიპ ერდოანზე დაწერილი ლექსის საქმე.

მერკელმა თავისი ნაბიჯი იმით ახსნა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში არა მთავრობის, არამედ დამოუკიდებელი სასამართლოს საქმეა, გაარკვიოს პრესის და ხელოვნების მიმართ ერთი პირის უფლებების საკითხი. გერმანიაში მოქმედი კანონის103-ე პარაგრაფის მიხედვით, უცხო სახელმწიფოს მეთაურის ან ორგანოს შეურაცხყოფა ისჯება. მერკელმა თქვა, რომ სამთავრობო კოალიცია ამ პარაგრაფს თავისი მმართველობის პერიოდში გააუქმებს. კანცლერის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია გერმანიის მეორე პოლიტიკური ძალის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობის, საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისა და იუსტიციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მინისტრის ჰაიკო მაასის პოზიციასთან. ბიომერმანმა თავის სატირულ გადაცემაში, ტელეარხ „ცეტ-დე-ეფის“ ეთერში წაიკითხა ლექსი, რომელშიდაც ერდოანს უშვერი სიტყვებით შეუტია. ლექსში ლაპარაკი იყო ცხოველებთან სექსზე, ბავშვთა პორნოგრაფიაზე და თურქებზე გავრცელებულ სტერეოტიპებზე. ერდოანმა, როგორც კერძო პირმა, შეიტანა საჩივარი შეურაცხყოფის გამო და საქმეს კანცლერის გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად, მაინც იძიებს პროკურატურა. სატირიკოს ბიომერმანის განმარტებით, მას სურდა ეჩვენებინა განსხვავება დაშვებულ სატირასა და შეურაცხმყოფელ კრიტიკას შორის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG