Accessibility links

logo-print

ერევანში შეიარაღებული პირები მძევლებს გაათავისუფლებენ, თუ მათ ექიმებს გაუგზავნიან


ერევანში უკიდურესად დაიძაბა ვითარება მას შემდეგ, რაც პოლიციის შენობაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა პირებმა 26 ივლისს მძევლად აიყვანეს სასწრაფო დახმარების ოთხი თანამშრომელი. მათ მძევლად აყვანას წინ უძღოდა სროლა ერევნის პოლიციის იმ შენობასთან, სადაც, კვირაზე მეტია, იმყოფებიან ოპოზიციური მოძრაობა „სომხეთის დამფუძნებელი პარლამენტის“ შეიარაღებული მხარდამჭერები.

სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ არმენ მურადიანს 27 ივლისს პოლიციამ შესაძლებლობა არ მისცა შესულიყო შეიარაღებულ პირებთან, რომლებსაც, უკვე მეორე კვირაა, დაპყრობილი აქვთ პოლიციის რაიონული ქვეგანყოფილება. ერევანში უკიდურესად დაიძაბა ვითარება მას შემდეგ, რაც პოლიციის შენობაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა პირებმა სამშაბათს მძევლად აიყვანეს სასწრაფო დახმარების ოთხი თანამშრომელი. ინციდენტს წინ უძღოდა სროლა ერევნის პოლიციის იმ შენობასთან, სადაც, კვირაზე მეტია, იმყოფებიან ოპოზიციური მოძრაობა „სომხეთის დამფუძნებელი პარლამენტის“ შეიარაღებული მხარდამჭერები. სომხეთის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის, აშოტ აჰარონიანის, თქმით, სროლის დროს, რაც შენობაში პოლიციის შეჭრის მცდელობას მოჰყვა, 26 ივლისს დაიჭრა ზემოხსენებული შეიარაღებული ჯგუფის ლიდერი პაველ მანუკიანი და მისი შვილი - არამ მანუკიანი.

„ჩვენ, პირველ ყოვლისა, შეშფოთებული ვიყავით დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობით, რადგან მათი უმეთვალყურეოდ დატოვება უკიდურესად სახიფათო იქნებოდა“, - განაცხადა ანაიდ აიტაიანმა, სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პრესმდივანმა. მისი თქმით, მინისტრ არმენ მურადიანს სურდა განემუხტა სიტუაცია და პირადად გასცნობოდა ვითარებას, რის საშუალებაც მას არ მიეცა. პოლიციამ ჩათვალა, რომ, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრი არ უნდა შესულიყო შეიარაღებულ პირებთან.

პოლიციის შენობაში მყოფი შეიარაღებული პირები აცხადებენ, რომ გაათავისუფლებენ მძევლად აყვანილ ექთნებს, თუ ხელისუფლება მათ გაუგზავნის ექიმებს, რომლებიც დაჭრილებისათვის ოპერაციის ჩატარებას შეძლებენ,

17 ივლისის დილას, სულ ცოტა, 10 შეიარაღებული პირი შეიჭრა ერებუნის რაიონის პოლიციის განყოფილებაში. თავდამსხმელები მოითხოვენ „დამფუძნებელი პარლამენტის“ დაპატიმრებული ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის, გათავისუფლებას და პრეზიდენტ სერჟ სარქსიანის გადადგომას. სომხეთის ხელისუფლება არ აპირებს შეიარაღებულ პირთა მოთხოვნების შესრულებას და მათ იარაღის დაყრისაკენ მოუწოდებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG