Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში აქცია დაშალეს


აქტივისტების დაკავება
აქტივისტების დაკავება

ერევანში პოლიციამ ძალა გამოიყენა ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად. აქციის მონაწილეებს ცენტრალური ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი სომხეთში ელექტრომომარაგების გაძვირების გასაპროტესტებლად.

12 სექტემბერს დილაუთენია განხორციელებული ოპერაციის დროს დააკავეს 48 აქტივისტი. მათ წაუყენეს ბრალდებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მალევე გაათავისუფლეს.

უმეტესწილად ახალგაზრდა აქტივისტებს დაკავებული ჰქონდათ მარშალ ბაგრამიანის გამზირი. მათი ლიდერები მთავრობას ადანაშაულებენ, რომ არ შეასრულა დაპირება, რომლის მიხედვითაც უნდა მოეხდინა ელექტროენერგიის გაძვირებული ხარჯების სრული სუბსიდირება. დემონსტრანტები მოითხოვენ, გაუქმდეს ივნისში მიღებული გადაწყვეტილება ელექტროენერგიის 17%-ით გაძვირების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG