Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საახალწლო მზადება ერგნეთში


საახალწლო მზადება ერგნეთში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:56 0:00

28 დეკემბერს, საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს, სოფელ ერგნეთში ბაზრობა და საახალწლო ღონისძიება მოეწყო. ბაზრობამ ერთი დღით იმუშავა და ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის პროდუქტები გაყიდეს. ამ აქციის ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია, კავშირი „მომავლის ცხინვალი“. სოფლის ცენტრში მოწყობილ სცენაზე კი თეატრალური წარმოდგენა და კონცერტი გაიმართა. ამ დღეს ერგნეთში მეზობელ სოფლებში მცხოვრებლებიც მივიდნენ. სოფლის ამბულატორიაში თბილისიდან ჩასულმა ექიმებმა ადგილობრივი მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაატარეს. ერგნეთში მოწყობილ ბაზრობას ცხინვალიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. დე ფაქტო ხელისუფლებამ ეს აქცია პროვოკაციის მცდელობად შეაფასა.

XS
SM
MD
LG