Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამაზ დუმბაძე: როგორ ვარ ცოცხალი, როცა ამდენი ახალგაზრდა დაიღუპა?!


თამაზ დუმბაძე
თამაზ დუმბაძე

23 აგვისტოს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა გენერალ-ლეიტენანტი თამაზ დუმბაძე, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში პირველი დამოუკიდებელი ქართული სამხედრო შენაერთის, ეროვნული გვარდიის, ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო.

სამოქალაქო პირი, რომელმაც უმაღლეს სამხედრო ჩინს მიაღწია და ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენიც ჰქონდა მიღებული, სიცოცხლის ბოლო წლებში უჩუმრად ცხოვრობდა და თავისი დროის ძირითად ნაწილს სამოქალაქო ომით გახლეჩილი ყოფილი თანამებრძოლების შერიგებასა და ომის ვეტერანთა ანგარიშგასაწევი გაერთიანების ჩამოყალიბებას ახმარდა. 2015 წლის 23 დეკემბერს გენერალმა თამაზ დუმბაძემ დუმილი დაარღვია და რადიო თავისუფლებას გულახდილად უამბო ყველაფერი, რასაც სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG