Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

19 მარტს გაიმართება საპროტესტო აქციები „ეს შენ გეხება“-ს ფარგლებში


ხვალ, 13 საათზე, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად დაიწყება არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქციები კამპანია „ეს შენ გეხება“-ს ფარგლებში.

აქციის მონაწილეები თბილისში, თელავში, ზუგდიდში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში პროტესტს გამოთქვამენ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების წინააღმდეგ. ამის შესახებ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს „ეს შენ გეხება“-ს მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ერთ-ერთი მათგანის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადებით, აქციის მონაწილეები მოითხოვენ ფარული ჩანაწერების გავრცელების ეფექტიანად გამოძიებას, პროცესში საერთაშორისო ექსპერტთა ჩართვას, კანონმდებლობის შეცვლასა და დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევების გამოსაძიებლად. დღეიდან კამპანიას „ეს შენ გეხება“ შეუერთდა კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის პროფკავშირები, ქალთა მოძრაობა და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ცენტრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG