Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალბერი: "სრულიად ღიაა საკითხი, წარმომადგენლობა ოფისის სახით იქნება თუ რაიმე სხვა სახით"


სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის განცხადებით, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როგორი იქნება მომავალში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოხუმში, „თუკი საერთოდ იქნება“. რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აფხაზეთიდან თბილისში დაბრუნებულმა ზალბერმა განაცხადა, რომ სოხუმში გამართულ შეხვედრებზე იყო „მხოლოდ წინასწარი საუბარი ევროკავშირის წარმომადგენლობის პოტენციური გაფართოების თაობაზე“ და „სრულიად ღიაა საკითხი, ეს წარმომადგენლობა ოფისის სახით იქნება თუ რაიმე სხვა სახით.“ სოხუმში მისი ყოფნისას ადგილობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ შეხვედრებზე საუბარი იყო სოხუმში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის ოფისის გახსნის შესაძლებლობაზე.

გერმანელმა დიპლომატმა, რომელიც საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელიც არის, აღნიშნა, რომ ევროპის კავშირი აფხაზეთში უკვე ახორციელებს პროექტებს და, „თუ ეს პროგრამა გაფართოვდება, ნამდვილად იქნება უფრო ხშირი კონტაქტის საჭიროება.“

„ასე რომ, ამან, შესაძლოა, მოითხოვოს, ჩვენი ოფისის წარმომადგენელთა მეტი ჩასვლის საჭიროება ადგილზე, მაგრამ პრაქტიკაში ეს როგორ განხორციელდება ჯერჯერობით არ არის ნათელი. იდეა, მართლაც იყო გამოთქმული, მაგრამ ჩვენ გვჭირდება გავარკვიოთ ყველაფერი და გავარკვიოთ ყველა მონაწილე მხარესთან ერთად“, აღნიშნა ჰერბერტ ზალბერმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

XS
SM
MD
LG