Accessibility links

ეუთო არ გაუწევს მეთვალყურეობას აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებს


ეუთო აცხადებს, რომ არ გაუწევს მეთვალყურეობას აზერბაიჯანში ნოემბრისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს ამ ქვეყნის მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო. არჩევნები 1 ნოემბერს გაიმართება.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მეთვალყურეთა რაოდენობის შეზღუდვა შეუძლებელს ხდის არჩევნებზე მეთვალყურეობის ამოცანის ეფექტიანად და დამაჯერებლად შესრულებას.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ჯერ არ გამოხმაურებია ამ განცხადებას. ეუთოში აზერბაიჯანის მუდმივმოქმედმა მისიამ აგვისტოში გამოაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის მიიღოს ეუთოს მხოლოდ ექვსი გრძელვადიანი და 125-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი ნაცვლად, შესაბამისად, 30 და 350 დამკვირვებლისა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG