Accessibility links

logo-print

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისში


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა

თბილისში შეხვედრებს მართავენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ვოლფგანგ გროსრუკი და ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჟოაო სოარეში, რომელმაც სამხრეთკავკასიური ტურნე 5 მაისს ბაქოში დაიწყო და მას, 7-9 მაისს თბილისში სტუმრობის შემდეგ, 11 მაისს ერევანში დაასრულებს. ვიზიტის მთავარ განსახილველ თემებად დემოკრატიული რეფორმები და გაჭიანურებული კონფლიქტები სახელდება.

ვიზიტის მეორე დღე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებით დაიწყო. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლობითი დელეგაცია სასტუმრო ”რედისონში” თითქმის 2 საათის განმავლობაში ისმენდა მე-3 სექტორის წარმომადგენელთა შეფასებებს იმ მიღწევებისა თუ პრობლემების შესახებ, რაც საქართველოს ცხოვრებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამოიკვეთა. შეხვედრაში მონაწილეობდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ეკა ფოფხაძე:
ეკა ფოფხაძე

ეკა ფოფხაძე


”მაგალითად, როგორც დადებით ტენდენციაზე, ვისაუბრე იმაზე, რომ გაუმჯობესდა ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის და უფრო მეტად ხდება ჩვენი მოსაზრებების და რეკომენდაციების გათვალისწინება, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა. ასევე ვთქვი, რომ ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ძირითადად ეფუძნებოდა არასამათავრობო სექტორის რეკომენდაციებს; რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი და ნამდვილად გააუმჯობესებს სასამართლოს დამოუკიდებლობას”.

ბოლო პერიოდის დადებითი ტენდენციების გარდა, კოლეგების მსგავსად, ეკა ფოფხაძემაც ილაპარაკა იმაზე, რაც ამ ეტაპისთვის არ ქმნის კმაყოფილების საფუძველს და, ამასთან, გარკვეულ ეჭვებსაც აღძრავს:

”მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ახლა რა ცვლილებაც შეიტანა პარლამენტმა... ჩვენ, არასამთავრობო სექტორი, მოვითხოვდით გარკვეულ ცვლილებებს დაცვის უფლების გაუმჯობესების კუთხით, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ იქნა გათვალისწინებული. ვთქვით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საჭიროებს რეფორმირებას იმ კუთხით, რომ დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარე არ არის თანასწორი და დაცვის მხარე ძალიან შეზღუდულია უფლებებში. შინაგან საქმეთა სამინისტროზეც ვისაუბრე, რომ არის გარკვეული ეჭვები, რომ თანამდებობის პირების მხრიდან ჩადენილია გარკვეული დანაშაულები და ეფექტურ გამოძიებას ვერ ვხედავთ ამ კუთხით”.
გაჭიანურებული კონფლიქტები ყველაზე გადაუდებელი პრობლემებია, რადგანაც ისინი აფერხებენ მთელი რეგიონის განვითარებას. ვფიქრობ, არსებობს საჭიროება, რომ კონფლიქტების თემაზე უფრო ფართო დისკუსია წარიმართოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში და ვიმედოვნებ, რომ რეგიონში ჩემი ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ასეთი დისკუსიის დაწყებას...

2012 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებული შიდაპოლიტიკური თუ სამართლებრივი პროცესების შეფასება-შეჯამების გარდა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტის მიზანია ასევე მიმდინარე წლის შემოდგომისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამეთვალყურეო მისიის მომზადება.

თუკი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით ვიმსჯელებთ, სამხრეთ კავკასიაში ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის ჟოაო სოარეშის სამხრეთკავკასიური ტურნეს კიდევ ერთი მთავარი თემაა გაჭიანურებული კონფლიქტები. იგივე განცხადება გვატყობინებს, რომ ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს ამ ვიზიტით ახალი პროცესების დაწყების იმედი აქვს:

„გაჭიანურებული კონფლიქტები ყველაზე გადაუდებელი პრობლემებია, რადგანაც ისინი აფერხებენ მთელი რეგიონის განვითარებას. ვფიქრობ, არსებობს საჭიროება, რომ კონფლიქტების თემაზე უფრო ფართო დისკუსია წარიმართოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში და ვიმედოვნებ, რომ რეგიონში ჩემი ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ასეთი დისკუსიის დაწყებას”.

8 მაისს, სახელმწიფო კანცელარიაში სტუმრობის დროს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ჟოაო სოარეშმა და ასამბლეის პრეზიდენტმა ვოლფგანგ გროსრუკმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების როლს კონფლიქტების მოგვარების საკითხში. როგორც ცნობილია, ევროკავშირსა და გაეროსთან ერთად, ამ მოლაპარაკებათა პროცესს ეუთოც თანათავმჯდომარეობს. ამ პოზიტიურ მხარეს ასევე
როდესაც ეუთო ჩართული იყო, კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და მოგვარებას დინამიკა ჰქონდა. მე პირადად აღვნიშნე, რომ ეუთოს გამოთიშვა ამ პროცესიდან იყო დაუშვებელი და საჭიროა ვიფიქროთ, რომ ეუთომ დაიბრუნოს თავის პოზიციები...
ხაზგასმით აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ასევე 8 მაისს შეხვდა ეუთოს დელეგაციას, თუმცა მას მიაჩნია, რომ შედეგის თვალსაზრისით უკუსვლაა მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა დაბლოკა ეუთოს მისიის მუშაობა საქართველოში:

”როდესაც ეუთო ჩართული იყო, კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და მოგვარებას დინამიკა ჰქონდა. მე პირადად აღვნიშნე, რომ ეუთოს გამოთიშვა ამ პროცესიდან იყო დაუშვებელი და საჭიროა ვიფიქროთ, რომ ეუთომ დაიბრუნოს თავის პოზიციები”.

ოკუპირებულ რეგიონებში ეუთოს მისიის როლსა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდა პრემიერ-მინისტრის ბიზნესცენტრშიც, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის ”შეუქცევად” სწრაფვაზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
XS
SM
MD
LG