Accessibility links

logo-print

4 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი ტუღუში, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი. სტრასბურგში განთავსებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთში ეთნიკური ქართველების დაპატიმრებით, დაკავებით და კოლექტიური გაძევებით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. შვიდწლიანი ლოდინის შემდეს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო. გიორგი ტუღუში სტრასბურგის სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე 2011 წელს მოწმის სტატუსით დაიკითხა. ახლა ჯერი დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხზე დგას, რომელზეც რუსეთი და საქართველო ერთი წლის განმავლობაში უნდა შეთანხმდნენ.

XS
SM
MD
LG