Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა და კოსოვომ ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას


კოსოვოს პრემიერ-მინიტრი ისა მუსტაფა და ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი. სტრასბურგი, 27 ოქტომბერი, 2010.
კოსოვოს პრემიერ-მინიტრი ისა მუსტაფა და ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი. სტრასბურგი, 27 ოქტომბერი, 2010.

ევროკავშირმა ხელი მოაწერა კოსოვოსთან ასოცირების შეთანხმებას, რაც ითვალისწინებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და გზის გახსნას ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ და კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ისა მუსტაფამ 27 ოქტომბერს, სატრასბურგში მოაწერეს ხელი სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმებას. ეს დოკუმენტი ითვლება პირველ ნაბიჯად ევროკავშირში გაწევრიანების გრძელ გზაზე და გაწევრიანების მსურველი ქვეყნისაგან მოითხოვს მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმების - მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის და სამართლებრივი სისტემის კუთხით - მიყვანას ევროკავშირის სტანდარტებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG