Accessibility links

logo-print

ევროკომისიის პრეზიდენტმა წარმოადგინა გეგმა ლტოლვილთა კრიზისის შესახებ


ჟან-კლოდ იუნკერი

ჟან-კლოდ იუნკერი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა წარმოადგინა სასწრაფოდ შემუშავებული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გამკლავებას ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილების ყველაზე დიდ ნაკადთან. ევროპის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას იუნკერმა ისაუბრა გეგმაზე, რომლითაც გათვალისწინებულია ევროკავშირის მასშტაბით 160,000 ლტოლვილის განთავსება - მათი, ვინც ამჟამად იმყოფებიან საბერძნეთში, უნგრეთში და იტალიაში.

იუნკერის თქმით, პროგრამა ითვალისწინებს ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის სავალდებულო კვოტების დაწესებას იმ ძირითადად სირიელი ლტოლვილების რაოდენობაზე, რომლებსაც ისინი მიიღებენ.

იუნკერმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ გეგმას ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 14 სექტემბერს გაიმართება. კვოტებს მხარს უჭერს ბევრი ლტოლვილისთვის სასურველი ქვეყანა, გერმანია. მაგრამ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, უნგრეთი - რომელიც ლტოლვილებისთვის მნიშვნელოვან სატრანზიტო ადგილს წარმოადგენს - ეწინააღმდეგება სავალდებულო სისტემის შემოღებას.

იუნკერის თქმით, 2015 წლის დაწყებიდან ევროპაში 500 000-მდე მიგრანტი და ლტოლვილი შევიდა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG