Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა გადადო რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციების გაგრძელება


იტალიის თხოვნის საფუძველზე, ევროკავშირმა გადადო რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. 28 წევრი სახელმწიფოს ელჩები 9 დეკემბერს აპირებდნენ, ექვსი თვით გაეხანგრძლივებინათ რუსეთისათვის უკრაინის ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები, რომლებსაც ვადა იანვრის ბოლოს ეწურება. მაგრამ რომი მოითხოვს, რომ ეს საკითხი გადაწყვიტონ ბლოკის სახელმწიფოთა ლიდერებმა, რომლებიც მომავალ კვირაში იკრიბებიან ბრიუსელში. იტალია და სამხრეთ ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რომელთა ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა რუსეთის მიერ ევროპული პროდუქციის იმპორტის აკრძალვამ, არ ემხრობიან სანქციების გაგრძელებას. პოლონეთი, ბალტიის სახელმწიფოები და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა კი რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს მხარს უჭერენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG