Accessibility links

logo-print

ევროკავშირი: სომხეთთან მოლაპარაკებისას არ უნდა იყოს გარედან ზეწოლა


სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი.

სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი.

სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა რწმენა გამოთქვა, რომ მომავალ მოლაპარაკებას ფართო პოლიტიკური და ეკონომიკური შეთანხმების გარშემო ბლოკსა და ერევანს შორის არ ჩაშლის მესამე ძალის უარყოფითი ჩარევა. რუსეთი დაინტერესებული უნდა იყოს, რომ სომხეთს მეტი მეგობარი ჰყავდეს, უთხრა პირველ ნოემბერს ელჩმა პიოტრ სვიტალსკიმ რადიო თავისუფლებას. იმედი მაქვს, ყველაფერი, რაზეც მოვილაპარაკებთ, სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება იქნება, იმედი მაქვს ამჯერად თავიდან ავიცილებთ გართულებებს და მოულოდნელ შემობრუნებებს, თქვა მან. ევროკავშირმა ევროკომისიას მიანიჭა უფლება სომხეთთან ახალ იურიდიულ საფუძველზე გამართოს მოლაპარაკება, რაც შეცვლის ორი წლის წინანდელ შეთანხმებას ასოცირების შესახებ. ეს შეთანხმება პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა მოულოდნელად უარყო დარუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ისურვა სომხეთის შეეყვანა. ეს გადაწყვეტილება, ფიქრობენ, რუსეთის ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG