Accessibility links

ევროკავშირმა ექვსი თვით გაახანგრძლივა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები


ევროკავშირმა ექვსი თვით გაახანგრძლივა სანქციები - ვიზების აკრძალვა და ქონების გაყინვა - რომლებიც დაწესებული აქვთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რამდენიმე ახლო მოკავშირეს და სხვა პირებს, ვინც მონაწილეობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებაში და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულ ამბოხებაში.

ევროკავშირმა 14 სექტემბერს განაცხადა, „ვითარების შეფასება არ იძლევა სანქციების რეჟიმში ცვლილებების შეტანის საფუძველსო“. ამ მომენტისთვის სანქციები ეხება 149 ინდივიდს და 37 უწყებას. 28 წევრისგან შემდგარმა ევროკავშირმა ვაშინგტონთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა სანქციები. მათი მოქმედების გახანგრძლივების ფონია აღმოსავლეთ უკრაინაში მთელი წლის მანძილზე უწყვეტი მღელვარება.

თებერვალში გამოცხადებული ზავის მიუხედავად, უკრაინის ჯარიც და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტებიც რეგულარულად ახორციელებდნენ საარტილერიო თავდასხმებს - სანამ 1 სექტემბერს კიდევ ერთხელ დადებდნენ პირობას, რომ ზავს დაიცავდნენ. კიევი და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა რუსეთს ბრალს სდებენ სეპარატისტების იარაღით და სხვა სახის დახმარებით მომარაგებაში. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG