Accessibility links

logo-print

ევროკავშირში ვერც დღეს შეთანხმდნენ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე


ევროკავშირში ვერც დღეს შეთანხმდნენ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე. ამის შესახებ ბრიუსელიდან იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი. მისი ინფორმაციით, გერმანია, იტალია და საფრანგეთი ამ ეტაპზე არ ეთანხმებიან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას. ვიზების ლიბერალიზაციის განხილვა გაგრძელდება 10 ივნისს ლუქსემბურგში, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG