Accessibility links

ევროკომისარი იმედოვნებს, რომ უვიზო რეჟიმი წელსვე ამოქმედდება


ევროკომისარი იოჰანეს ჰანი

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანებაზე მოლაპარაკების საკითხებში, იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინის და კოსოვოს მოქალაქეები, წელსვე შეძლებენ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას. ამ საკითხს ჰანი შეეხო პრაღაში რადიო თავისუფლების შტაბბინაში 3 მაისს სტუმრობისას: "საქართველოში დიდია მოლოდინი, რომ სავიზო ლიბერალიზაცია განხორციელდება. ამ ინიციატივას იმთავითვე მხარს უჭერდა ქვეყნის ყველა პოლიტიკური პარტია. სავიზო ლიბერალიზაციისთვის მზადების პროცესი ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს დაიწყო, ხოლო ამჟამინდელი მთავრობა მას ბოლომდე მიიყვანს. ეს ის საკითხია, რომელსაც ოპოზიციური პარტიებიც კი მუდამ ემხრობოდნენ. ამიტომ, ვფიქრობ, ეს უნდა დარჩეს ერთობლივ ძალისხმევად და უნდა ჩაითვალოს, ვიტყოდი, ქვეყნის ყველა პოლიტიკური პარტიის ერთობლივ გამარჯვებად. ეს სწორედ ის არის, რასაც საქართველოს მოქალაქეები ელიან". ევროკომისარმა აღნიშნა ასევე, რომ ევროკავშირის პარტნიორ, მასში გაწევრიანების მსურველ, ქვეყნებზეა დამოკიდებული, ინტეგრაციის პროცესში რამდენად სწრაფად წაიწევენ წინ და შეასრულებენ ევროკავშირის მოთხოვნებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG