Accessibility links

logo-print

შერჩევითი სამართალი? - შეფასებები და განმარტებები


ევროპარლამენტარები სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში

ევროპარლამენტარები სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში

ევროპარლამენტარები, რომლებმაც 17 ივლისს, სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მოინახულეს, მის წინასწარ პატიმრობას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. ამ დაკავებას პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი კშიშტოფ ლისეკი, რომლის კომენტარიც ”პოლიტიკურ მიკერძოებად” შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა. პარალელურად, შერჩევით მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ეჭვების გაფანტვას შეერთებულ შტატებში მყოფი საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებიც ცდილობენ.

კშიშტოფ ლისეკმა ვანო მერაბიშვილი საპატიმროში უკვე მეორედ მოინახულა. თუკი 6 კვირის წინ, პირველი მონახულებისას, ძირითადი აქცენტი საკანში ტელევიზორის შეტანის აუცილებლობაზე (აწ უკვე დაკმაყოფილებულ მოთხოვნაზე) კეთდებოდა, ამჯერად ევროპარლამენტარმა განსასჯელთან ოჯახის წევრებისა და ექიმის შეშვების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. საქმე ის არის, რომ, ვანო მერაბიშვილის წონა მას ამჯერად მკვეთრად შემცირებული ეჩვენა. 17 ივლისს, ე.წ. ”მატროსოვის ციხიდან” გამოსულმა ევროპარლამენტარმა შეშფოთება წინასწარი პატიმრობის გამოც გამოხატა. მან თქვა, რომ, რადგანაც ვანო მერაბიშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობდა, დადიოდა დაკითხვებზე, ამ პროცესში, საზღვარგარეთ 5-ჯერ წასული 5-ჯერვე დაბრუნდა საქართველოში, შესაბამისად, მისი დაკავება პოლიტიკურ კონტექსტზე მიანიშნებს.

”პირადად მე ვერ ვხედავ წინასწარ პატიმრობაში მისი ყოფნის ვერცერთ სხვა მიზეზს, პოლიტიკურის გარდა", - განაცხადა კშიშტოფ ლისეკმა. დაახლოებით იმავე აქცენტის შემცველი იყო კიდევ ერთი ევროპარლამენტარის, ასევე ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლის, არნო დანჟანის მიერ გაკეთებული განცხადებაც.

ევროპარლამენტართა შეფასებებს ”ნაციონალური მოძრაობა” გამოეხმაურა. ოპოზიციური პოლიტიკური ძალის სახელით 17 ივლისს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპული მომავლის დიდწილად გადამწვეტელი მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებებს საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯით უნდა უპასუხოს:

”იმედი გვაქვს, რომ აი ეს მართლაც დიდი ინტერესი, რომ სულ უფრო მკაფიოდ ხდება ამ ყველაფრის დეკლარირება, დაარწმუნებს პრემიერ-მინისტრს, რომ შეწყვიტოს დევნა და აღარ იქნეს გამოყენებული წინასწარი პატიმრობა იმ შემთხვევებში, სადაც არ არსებობს წინასწარი პატიმრობის აუცილებლობა.”
მან ძალიან ამომწურავად, ძალიან ფართოდ ისაუბრა სწორედ იმის თაობაზე, რომ არ არის შერჩევითი სამართალი საქართველოში და რომ კანონი ერთნაირად ეპყრობა ყველას, იქნება ეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი თუ ახალი ხელისუფლების წარმომადგენელი...

ევროპარლამენტართა 17 ივლისის შეფასებებისთვის არ უპასუხია საქართველოს პრემიერ-მინისტრს. თუმცა, თუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარით ვიმსჯელებთ, შეფასებები სუბიექტურობის ნიშნით განიხილება. დავით უსუფაშვილს ზოგიერთი ევროპარლამენტარის ასეთი შეფასებები სულაც არ აკვირვებს, რადგანაც ის ევროპის სახალხო პარტიასა და ”ნაციონალურ მოძრაობას”, ასე ვთქვათ, ერთ მთლიანობად განიხილავს:

”ეს, მე მგონი, უკვე საყოველთაოდ ცნობილი და მარტივად აღსაქმელი მოვლენაა, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აქვს გარკვეული ადგილობრივი ორგანიზაციის მსგავსი სტრუქტურები; ისევე, როგორც სახალხო პარტიას ”ნაციონალური მოძრაობის” სახით საქართველოში ჰყავს ადგილობრივი ორგანიზაცია. ასე რომ, როდესაც ერთი პარტიის წევრები ევროპულ სტანდარტებზე საუბრობენ, ცხადია, სწორედ აქ არის პოლიტიკა და არანაირი სხვა მიზეზი არ არსებობს ასეთი კითხვების, გარდა მათი მხრიდან პოლიტიკური მიკერძოებისა.”

შერჩევით სამართალთან დაკავშირებული შეკითხვები ვაშინგტონშიც დაისვა და ეს მედიასთან საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც დაადასტურა. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს დელეგაციის რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტი 16 ივლისს დაიწყო. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის დღის წესრიგშია შეხვედრები ”ამერიკის კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში და ასევე ადგილობრივი მედიისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.”

ჩვენ ვიცოდით, რომ შეკითხვები არსებობს და მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი სწორედ ამიტომ არის დელეგაციის შემადგენლობაში - განმარტა მაია ფანჯიკიძემ:

”მან ძალიან ამომწურავად, ძალიან ფართოდ ისაუბრა სწორედ იმის თაობაზე, რომ არ არის შერჩევითი სამართალი საქართველოში და რომ კანონი ერთნაირად ეპყრობა ყველას, იქნება ეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი თუ ახალი ხელისუფლების წარმომადგენელი.”

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში თავისი როლი გაცნობიერებული აქვს მთავარ პროკურორსაც. ამ ეტაპისთვის გამართულ შეხვედრებზე, არჩილ კბილაშვილი

არჩილ კბილაშვილი

სენატორებთან თუ კონგრესმენებთან, არჩილ კბილაშვილის აზრით, შეკითხვებს სრულყოფილად გაეცა პასუხი და კითხვის ნიშნები აღარ დარჩა:

”ვფიქრობთ, რომ მათი ინფორმირებულობა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, სრულად იქნა დაკმაყოფილებული.”

თუმცა როგორც საქართველოს დელეგაცია იტყობინება, სამართლიან მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული მსჯელობა ვაშინგტონში ძირითადად ზოგად სახეს ატარებს. როგორც დელეგაციის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი თინა ხიდაშელი განმარტავს, კონკრეტული გვარები არ დასახელებულა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG