Accessibility links

logo-print
იმას, რასაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეტად დიდ პრობლემად მიიჩნევს ევროკავშირისკენ მიმავალი საქართველოსთვის, არც მეტი და არც ნაკლები, ”ნაციონალური მოძრაობის” სიცრუის უპრეცედენტო მარცხია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, თინა ხიდაშელისთვის. რატომ ჩავარდა მორიგი სარეკომენდაციო დოკუმენტი ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის ორდღიანი მუშაობის ფარგლებში და რა მოხდა 25-26 თებერვალს ბრიუსელში?

მათგან, ვინც სამშაბათს, გვიან საღამოს, პრეზიდენტ სააკაშვილის სატელევიზიო შეფასებები მოისმინა, ბევრს დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ საქართველოს თითქმის საბედისწერო რამ დაემართა და რომ ეს ახალი ხელისუფლების ბრალია.

“პირველად ისტორიაში მოხდა ისე, რომ ევროკავშირის და საქართველოს - ამ შემთხვევაში ევროპარლამენტისა და საქართველოს - ერთობლივი დოკუმენტი ჩავარდა და არ იქნა მიღებული საქართველოს დელეგაციის წინააღმდეგობის გამო. რამდენიმე წლის წინათ ჩვენ ასეთ დოკუმენტებზე არც კი ვიოცნებებდით. ჩვენ არც კი ვიყავით ევროკავშირის რადარზე, მაგრამ რვა წლის განმავლობაში მივაღწიეთ იმას, რომ წელს ვილნიუსის სამიტზე, მოლდოვასთან ერთად, საქართველოს შეეძლო მიეღო ევროკავშირის პერსპექტივა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა მომავალში განხილული ყოფილიყო ევროკავშირის პოტენციურ წევრად. თუ ეს რაღაც თეორიული მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

შესაძლებლობა იყო, პრაქტიკულად, გადაწყვეტილ საკითხს წარმოადგენდა ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა საქართველოს მცხოვრებთათვის”, - განაცხადა პრეზიდენტმა 26 მაისს, მედიის რამდენიმე წარმომადგენელთან შეხვედრისას.

უდავოა, რომ მიხეილ სააკაშვილის ამ შეფასებებმა საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია. გაჩნდა შეკითხვები - მაინც რა ქნა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ისეთი, რამაც შესაძლოა წარსულ დროში აგვალაპარაკოს ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე? მით უმეტეს, რომ, მაგალითად, ევროკომისრები - შტეფან ფიულე თუ სესილია მალმსტრომი, რომლებიც სულ ახლახან (ცალ-ცალკე) სტუმრობდნენ თბილისს, საკმაოდ ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდნენ ევროკავშირისა და საქართველოს სამომავლო დაახლოებასთან დაკავშირებით.
9 წლის განმავლობაში პირველად, მათ ვერ მოახერხეს გაეტანათ ის, რაც უნდოდათ. მათ ვერ მოახერხეს, რომ ”ქართული ოცნებისა” და ხელისუფლებისთვის უკვე ევროპული, ძალიან მაღალი ტრიბუნიდან წამოეყენებინათ აბსურდული ბრალდებები, რასაც პერიოდულად გვიყენებენ ხოლმე...


როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა 26 თებერვალს შეგვატყობინა ბრიუსელიდან, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრების 15-წლიან ისტორიაში პირველად მოხდა, რომ სხდომა საბოლოო სარეკომენდაციო დოკუმენტის შემუშავების გარეშე დასრულდა. ამავე წყაროს ცნობით, დოკუმენტის ჩავარდნა გამოიწვია ევროპის სახალხო პარტიის უშედეგო მცდელობამ, რომ ტექსტში შესულიყო შესწორება 8 თებერვალს თბილისში, ეროვნული ბიბლიოთეკის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ევროპის სახალხო პარტია, რომლის წევრიც გახლავთ ”ნაციონალური მოძრაობა”, ტექსტში იმის ხაზგასმას ცდილობდა, რომ „პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ ეს თავდასხმები პოლიტიკურად მოტივირებული იყო“.

ჩავარდნილი დოკუმენტის კიდევ ერთ შეუთანხმებელ საკითხს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, უმრავლესობის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი ჩვენთან საუბრისას საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირდებს. მისი თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა”, ევროპის სახალხო პარტიიდან მომხრეთა გარკვეული ჯგუფის ხელშეწყობით, ცდილობდა, რომ ”ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით პოტენციურ მხარდამჭერებზე ზეწოლაში დაედანაშაულებინა. თუმცა, მისივე თქმით, ამგვარი მიდგომა, საქართველოს დელეგაციის დიდი ნაწილის გარდა, მიუღებელი აღმოჩნდა, მაგალითად, მწვანეებისთვის, სოციალ-დემოკრატებისა და ლიბერალებისთვის. თინა ხიდაშელი კმაყოფილია, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ძალისხმევა უპრეცედენტო მარცხით დასრულდა:
თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი


”მე მესმის, სააკაშვილი რატომაც იყო გაბრაზებული... 9 წლის განმავლობაში პირველად, მათ ვერ მოახერხეს გაეტანათ ის, რაც უნდოდათ. მათ ვერ მოახერხეს, რომ ”ქართული ოცნებისა” და ხელისუფლებისთვის უკვე ევროპული, ძალიან მაღალი ტრიბუნიდან წამოეყენებინათ აბსურდული ბრალდებები, რასაც პერიოდულად გვიყენებენ ხოლმე. ამიტომ ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ - კარგად ვიმუშავეთ და საკმაოდ წარმატებული იყო მთელი ეს ორდღიანი ღონისძიება”.

თუკი საქართველოს დელეგაციის წევრს, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს გიორგი კანდელაკს მოვუსმენთ, 26 თებერვალს ბრიუსელში საქართველოსთვის საბედისწერო არაფერი მომხდარა და ეს პირდაპირ ზეგავლენას ვერ მოახდენს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებულ გეგმებზე, მაგრამ მოხდა ფრიად არასახარბიელო ფაქტი - ”ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ინტერესები ვიწროპარტიულ პრინციპებს გადააყოლა. დეპუტატის თქმით, 26 თებერვალს ჩავარდნილი დოკუმენტის ტექსტში საქართველოს
ამ დოკუმენტის მიღება იქნებოდა წინგადადგმული ნაბიჯი არა მხოლოდ ვილნიუსის სამიტის კონტექსტებში, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რუსეთთან მიმართებაში...

საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტებსა და დეოკუპაციაზეც იყო საუბარი, მაგრამ ”ქართულმა ოცნებამ” ევროპარლამენტის ყველა ფრაქციასთან შეთანხმებული ტექსტი უარყო:

”აქ პრინციპია მთავარი, რომ ასეთი ხისტი, აროგანტული და მკვახე მიდგომა ევროპარლამენტის ყველა ფრაქციასთან მიმართებაში არის ის, რომ აქედან ხეირობს მხოლოდ ის, ვისაც არ უნდა საქართველოს ევროპისკენ სვლის გაგრძელება. ამ დოკუმენტის მიღება იქნებოდა წინგადადგმული ნაბიჯი არა მხოლოდ ვილნიუსის სამიტის კონტექსტებში, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რუსეთთან მიმართებაში”.

ოპონენტთა ამგვარი ბრალდებების კონტექსტში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტოს, რომ საუბარია არა რეზოლუციაზე, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებზე. ის დარწმუნებულია, რომ საქართველო-ევროკავშირის სამომავლო დაახლოებას ვერაფერი შეუშლის ხელს და რომ ეს მას 25-26 თებერვალს ბრიუსელში გამართულმა არაერთმა შეხვედრამაც დაუდასტურა. ამასთან, თინა ხიდაშელი თვლის, რომ ბრიუსელში უკვე სათანადოდ აფასებენ ახალ ხელისუფლებას და ამის ერთ-ერთ დამადასტურებელ მაგალითად მოჰყავს ბულგარელი ევროპარლამენტარის მიერ გამოთქმული აზრი, რომ მას, მრავალწლიან პრაქტიკაში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაზე არასოდეს მოუსმენია ოპოზიციური მოსაზრებები საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლების მხრიდან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG