Accessibility links

კრიშტიანუ რონალდუ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია


კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუ

28 აგვისტოს, საღამოს, მონტე-კარლოში გამოვლინდა 2013-2014 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი. ეს წოდება მოიპოვა მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ.

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ასევე იბრძოდნენ მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი და მისი თანაკლუბელი და ჰოლანდიის ეროვნული გუნდის ნახევარმცველი არიენ რობენი.

საუკეთესო ფეხბურთელი სპორტულ ჟურნალისტთაგან შემდგარმა 54-წევრიანმა ჟიურიმ დაასახელა. მონტე-კარლოში, კენჭისყრაზე, საქართველოს წარმოადგენდა რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ხელმძღვანელი, დავით კაკაბაძე.

XS
SM
MD
LG