Accessibility links

logo-print

დღეს მონტე-კარლოში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებენ


მიშელ პლატინი

მიშელ პლატინი

28 აგვისტოს, საღამოს, მონტე-კარლოში გამოვლინდება ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა. ამ წოდებას ერთმანეთს ეცილებიან მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი, მისი თანაკლუბელი და ჰოლანდიის ეროვნული გუნდის ნახევარმცველი არიენ რობენი და მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ.

კენჭისყრამდე მონტე-კარლოში პრესკონფერენცია გამართა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ, რომელმაც განაცხადა, რომ არ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას ფიფას ხელმძღვანელის პოსტზე. მისი თქმით, მან ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრისა და განსჯის შემდეგ მიიღო და მას უეფაში ჯერ კიდევ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი და ბევრი წამოწყებული პროექტი - ბოლომდე მისაყვანი.

2013-2014 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს სპორტულ ჟურნალისტთაგან შემდგარი 54-წევრიანი ჟიური დაასახელებს. მონტე-კარლოში, კენჭისყრაზე, საქართველოს წარმოადგენს რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ხელმძღვანელი, დავით კაკაბაძე, რომელსაც კობა ლიკლიკაძე დაუკავშირდა ტელეფონით.

XS
SM
MD
LG