Accessibility links

logo-print

ეთნოსები და რელიგიები მხატვრობაში


8 აპრილს თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მოეწყო გამოფენა სახელწოდებით „საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება მხატვრობაში“. გამოფენილია ეროვნულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში დაცული 115 ნამუშევარი, რომლებიც საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელ მხატვართა მიერ არის შესრულებული (მ. ტილკე, კ. ზდანევიჩი, ს. ფარაჯანოვი, რ. ზომერი, ი. ზანკოვსკი, ა. მელიქოვი, ლ. ბოიახჩევი, შ. კობოშვილი, დ. გველესიანი, ო. შმერლინგი, გ. ხაჩატურიანი, ბ. რომანოვსკი, ც. შუხაევი, ვ. ბებუთოვა-გაბუნია). გამოფენა 28 აპრილამდე გასტანს.

XS
SM
MD
LG