Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის - ჯოზეფ ბაიდენის ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლას, სადაც მან რუსეთის ჰეგემონიაზე ისაუბრა, ამერიკელი ექსპერტები და ყოფილი მაღალჩინოსნები ეხმაურებიან.

„რუსეთი დგამს ნაბიჯებს, რათა მისი ევროპელი მეზობლები შეასუსტოს და თავისი ჰეგემონია გააძლიეროს,“ განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

ამავე გამოსვლაში ბაიდენმა დასავლეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერაზეც ისაუბრა, რადგან, მისი თქმით, ეს ევროპის უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო წესრიგისთვის არის მნიშვნელოვანი.

„შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს უკრაინის მთავრობას რეფორმების პროცესში,“ თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ რუსეთზე დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება მანამ, ვიდრე მინსკის შეთანხმება სრულად არ შესრულდება.

ბრუკინგსის ინსტიტუტის საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი მაიკლ ო’ჰანლონი ამბობს, რომ ბაიდენის გამოსვლაში ყველაზე მნიშვნელოვანი მინსკის შეთანხმების შესრულებაზე საუბარი იყო.

საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინის, რუსეთის და პრორუსი სეპარატისტების მიერ თებერვალში ხელმოწერილიი მინსკის შეთანხმება ცეცლხლის შეწყვეტას და უკრაინიდან უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანას გულისხმობს. "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში მან აღნიშნა:

„ვიცე პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პირობები დაცული უნდა იყოს. თუმცა მან ასევე გარკვევით თქვა, რომ ამის მოლოდინი ახლო მომავალში არ აქვს. მან თქვა, რომ აუცილებელია დასავლეთის ერთიანობა, რადგან პუტინი ოპორტუნისტია და ჩვენს დაძლევას ცდილობს. ჩვენ ერთიანნი უნდა ვიყოთ და პუტინს ერთიანი მესიჯი გავუგზავნოთ, რომ გამოსავალი მხოლოდ კონფლიქტის დეესკალაციაშია, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები გაგრძელდება, მეტიც, უკრაინამ შესაძლოა შეიარაღება მიიღოს,“ ამბობს ო’ჰანლონი.

გამოსავალი მხოლოდ კონფლიქტის დეესკალაციაშია, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები გაგრძელდება, მეტიც, უკრაინამ შესაძლოა შეიარაღება მიიღოს,“ მაიკლ ო’ჰანლონი.

სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრეზიდენტს არ უხსენებია ყირიმი, რაც ო’ჰანლონის აზრით იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკისთვის შეიძლება ყირიმი მეორეხარისხოვანი საკითხი იყოს.

ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლას ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი - ჰავიერ სოლანაც ესწრებოდა. „ამერიკის ხმის“ კითხვაზე არის თუ არა ნატო მზად სათანადოდ უპასუხოს რუსეთის აგრესიას, სოლანამ უპასუხა, რომ რუსეთთან ბრძოლა არ განიხილება:

„ჩვენ არ ვსაუბრობთ რუსეთთან ბრძოლაზე, ახლა მთავარია ვითარების გაუარესების პრევენცია და მთელი ენერგიის იმაზე მოხმარება, რომ ხელმოწერილი შეთანხმებები განსაკუთრებით კი -მინსკის შეთანხმება სრულად შესრულდეს,“ განაცხადა სოლანამ.

სოლანამ უკრაინაში რეფორმების ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

უკრაინის რეფორმირების შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.“

ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის - სტრობ ტალბოტის შეფასებით, რომელიც მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში გააჟღერა, ბაიდენის სიტყვაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი იყო:

„ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკის პოლიტიკის მიზანი რუსეთში რეჟიმის ცვლილება არ არის. დღეს მთავარი უთანხმოება უკრაინის კრიზისია, რუსეთი უნდა გამოვიდეს მეზობელი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიებიდან,“ ამბობს ტალბოტი.

მისი თქმით, ამ უთანხმოების მიუხედავად არსებობს საკითხები, რაზეც ამერიკას რუსეთთან ერთად მუშაობა შეუძლია, ერთ-ერთი ასეთი საკითხი ირანია.

XS
SM
MD
LG