Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 71-ე წლისთავს აღნიშნავენ


ფაშიზმზე გამარჯვებიდან 71-ე წლისთავის აღსანიშნავად თბილისის ვაკის პარკში ტრადიციულად შეიკრიბნენ ომის ვეტერანები და ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც 9 მაისს უწოდა კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე. „ქართველებმა, რაოდენობით პატარმა ერმა შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი სწორედ საქართველომ შეიტანა“ - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინებით შეამკეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. „ფაშიზმის დამარცხება კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო, ათეულობით მილიონი ადამიანის გმირობის მაგალითია და ჩვენი ვალია ქედი მოვიხაროთ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა გაწირა იმისათვის, რომ შთამომავლობას ეცხოვრა მშვიდობიან მსოფლიოში“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG