Accessibility links

logo-print

ფერგიუსონში გადაწყვეტილება მიღებულია, მოსახლეობა კი შფოთავს


საქმის არგუმენტებისა და სამხილის მრავალთვიანი განხილვის შემდეგ, მისურის შტატის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა 18 წლის შავკანიანი მაიქლ ბრაუნის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თეთრკანიანი პოლიციელი-დარენ ვილსონი-მკვლელობაში ოფიციალურად სცნოს დამნაშავედ და მისი სასამართლოსთვის გადაცემა მოითხოვოს.

2014 წლის აგვისტოში, შეუიარაღებელ მაიქლ ბრაუნს პოლიციელმა ვილსონმა სასიკვდილოდ ესროლა.

ნაფიც მსაჯულთა დასკვნა 24 ნოემბერს, გვიან ღამით, გახდა ცნობილი. მისურის შტატსა და მის ფარგლებს გარეთ, ბოლო რამდენიმე დღეა დაძაბულობა იზრდება ამ გადაწყვეტილების მოლოდინში.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ასობით ადამიანი ქალაქ ფერგიუსონის ქუჩებში გამოვიდა. დემონსტრანტებს ხელში ტრანსპარანტები ეკავათ, წარწერით-"სამუდამო პატიმრობა".

შტატის მთავრობა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG