Accessibility links

9 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ მოყვარულ ფოტოგრაფთა გაერთიანება "კალეიდოსკოპის" წევრები ნინუცა კაკაბაძე და გიორგი მირზიკაშვილი. "კალეიდოსკოპი" 2015 წელს შეიქმნა 9 მოყვარული ფოტოგრაფის მიერ, რომლებიც ცდილობენ გააცოცხლონ მიტოვებული შენობები და შექმნან ალტერნატიული საგამოფენო სივრცეები, იპოვონ ნაცნობი ადამიანებისა და ისტორიების ახალი მხარეები და დაანახვონ საზოგადოებას, რომ მონდომების შემთხვევაში ცვლილებები შესაძლებელია. ჯგუფის წევრების პირველი გამოფენა 2015 წლის 15 ნოემბერს გაიმართა ძველი საბაგიროს ქვედა სადგურის შენობაში.

პირველი გამოფენის შემდეგ "კალეიდოსკოპი" გაიზარდა და 2016 წლის 15 მაისს, ფოტოფესტივალ "ქოლგის" ფარგლებში, უკვე 13 ფოტოგრაფის გამოფენა გაიმართება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში.

სად გადის ზღვარი მოყვარულსა და პროფესიონალ ფოტოგრაფებს შორის, რამდენად მარტივია სხვადასხვა ხედვისა და ინტერესების მქონე ადამიანების ერთი მიზნისა და იდეის გარშემო გაერთიანება, რა პოტენციალი არსებობს ალტერნატიული საგამოფენო სივრცეების მხრივ - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG