Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა - საქართველოს მიმართ ინტერესი და გეგმები


საქართველოს სტენდი მაინის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
საქართველოს სტენდი მაინის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
გერმანიის ქალაქი მაინის ფრანკფურტი ამ დღეებში მასპინძლობს წიგნის ბაზრობას - ამ სახის მსოფლიოში უდიდეს ფორუმს, რომელზეც თავს იყრიან 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები: მწერლები და გამომცემლები, წიგნით მოვაჭრეები და ბიბლიოთეკარები, ილუსტრატორები და ფილმის პროდუსერები, მთარგმელები და ანტიკვარები. ისინი ერთმანეთს აცნობენ ახალ და ძველ წიგნებს, ყიდიან და ყიდულობენ, აფორმებენ სხვადასხვა სახის კონტრაქტებს. საქართველო 10 წელიწადზე მეტია, მონაწილეობს ამ დიდი და ხანგრძლივი ტრადიციების მქონე ბაზრობაში. კულტურის სამინისტროს წიგნისა და ლიტერატურის პროგრამების ხელმძღვანელი დეა მეტრეველი, რომელსაც ფრანკფურტში დავურეკეთ, აღნიშნავს, რომ ქართულმა დელეგაციამ პირველივე დღეს, 9 ოქტომბერს შესთავაზა თავისი პროგრამა წიგნის ბაზრობის მონაწილეებსა და სტუმრებს.

XS
SM
MD
LG