Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანსუა ოლანდი და საქართველოს უშრეტი სტრატეგიული მოთმინება


იენს სტოლტენბერგი, ფრანსუა ოლანდი
იენს სტოლტენბერგი, ფრანსუა ოლანდი

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ბოლო განცხადებამ „შოკისებური ეფექტი“ იქონია იმ ქვეყნებზე, რომლებიც ალიანსის გაფართოებას ელიან. "რაც შეეხება ქვეყნებს, რომელთაც სურთ ნატოს შეუერთდნენ, ხაზგასმით მინდა განვაცხადო საფრანგეთის პოზიცია, რომ ამ განცხადებებს უარით უნდა ვუპასუხოთ. ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე ნატო არ უნდა გაფართოვდეს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა 2 მარტს პარიზში, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს. საფრანგეთის ლიდერის ამ განცხადებაზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ალიანსის გენერალურ მდივანს, რომლისთვისაც პარიზის ასეთი დამოკიდებულება, ჩანს, არ ყოფილა მოულოდნელი.

დაბრკოლების ზოლი
please wait

No media source currently available

0:00 1:00:00 0:00
გადმოწერა

სამაგიეროდ, ფრანსუა ოლანდის განცხადებამ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია ე.წ. ნატოს ასპირანტ ქვეყნებში, კერძოდ, ჩერნიგორიაში, სადაც გადაწყვეტილად მიაჩნდათ წლის ბოლოსათვის ნატოში გაწევრიანება.

„ვიტყოდი, რომ აქ ყველა შეძრწუნებულია ოლანდის განცხადებით. განსაკუთრებით თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები აღსავსე იყვნენ ოპტიმიზმით, როცა საუბარი იყო ნატოში ჩერნიგორიის გაწევრიანებაზე. ამავე დროს, ფრანსუა ოლანდის განცხადებას სიხარულით შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მკაცრად ეწინააღმდეგებიან ნატოში ჩერნიგორიის გაწევრიანებას. მათ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოლანდის სიტყვები არის მკაფიო სიგნალი, რომ ნატოს ამბავი ჩერნიგორიაში დასრულდა”, - განაცხადა ჩემთან საუბარში პეტარ კომენიჩმა, რადიო თავისუფლების სამხრეთ-სლავური სამსახურის პოდგორიცის ბიუროს სამხედრო მიმომხილველმა.

რა ხდება, ამ მხრივ, საქართველოში?

ჩერნიგორიისგან განსხვავებით, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას არ მოჰყოლია დიდი იმედგაცრუება, რადგან საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ დგას დღის წესრიგში. სამაგიეროდ ნატოსადმი სკეპტიკურად განწყობილ ძალებს საქართველოშიც მიეცათ სალაპარაკო. ისინი, კერძოდ, დარწმუნებული არიან, რომ ოლანდის განცხადება წერტილს დაუსვამს სპეკულაციებს და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას უფრო რაციონალური საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევისაკენ უბიძგებს.

საქართველოში ასეთ პოლიტიკოსებს მიეკუთვნება სოსო მანჯავიძე, თბილისის საკრებულოს წევრი, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარი იქნება. მასთან ერთად გადაცემაში მონაწილეობს ლევან ბოძაშვილი, ევროკავშირის საკითხთა ექსპერტი, რომელიც დარწმუნებულია, რომ, ფრანსუა ოლანდის განცხადება არ ნიშნავს ნატოს კარების დახურვას.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG