Accessibility links

ბიზნეს ავის უფლება ანუ როგორ დააყაჩაღეს საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო ბოლნისში


ავტორი: შალვა ნაკაიძე

კომპანია RMG Gold-ი კაზრეთში ძვირფასი ლიდონების საბადოებს ამუშავებს. მის საწარმოებში რამდენიმე ასეული ადამიანია დასაქმებული, გარდა ამისა მათი ბიზნესი შემოსავლის წყაროს ქვეკონტრაქტორებსაც აძლევს. გადამუშავებული ნედლეული ექსპორტზე გადის და გადასახადებით ბიუჯეტიც ისვება. ურიგო საქმე არაა, ამ ბიზნესის გარეშე კაზრეთში სიცოცხლე ჩაკვდებოდა. თუმცა ფერადი ლითონების მოპოვება-გადამუშავების დაბალი ეკოლოგიური სტანდარტების გამო სიცოხლეს და ჯანსაღი გრემოს თემა კომპანიის მოქმედების არეალში რბილად, რომ ვთქვათ პრობლემატურია. ამ მდგომარეობას თითქოს ყველა მიეჩვია და არავის ადარედებს, რომ მდინარე კაზრეთულა „შხამის ხევად“ აქცია დრომ და გარემოებებმა. ადამიანები უბრალოდ ფუსლის გაკეთებას ცდილობენ, ზოგი უბრალოდ სარჩოს შოვნას ეშურება და ზოგიც გვარიანად მდიდრდება. მოკლედ თავისუფალი ბიზნესი ვითარდება და ახალ სივრცეებს ითვისებს ბოლნისში.

RMG Gold-ს აწყობილი და გაართული ბიზნესი აქვს. კომპანიამ ეკონომიკურ რყევებს და საქართველოში პოლიტკური ელიტების ცვლებსაც გაუძლო. გაუძლო და საქმეც წინ წაწია იმდენად, რომ დღის წესრიგში ახალი საბადოს ათვისების საკითხიც დადგა. საყდრისი-ყაჩაღიანის სექტორში დაზვერილმა ფერადი ლითონების მარაგმა მიიბყრო ინვესტორის ყურადღება. მაგრამ აქ ერთი პრობლემა გაჩნდა - თანამედროვე მელითონეების წარმატებულ აღმოჩენამდე 5400 წლის წინ ამ ადგილებს ყურაღება უძველესმა მეტალურგებმაც მიაქციეს და სამთომომპოვებელი კონვეერი ააწყვეს.

ქალბატონი ირინა ღამბაშიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გერმანელ არქეოლგებთან ერთად, 2004 წლიდან იკვლევდა საყდრისის საბადოს. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ საქმე ქონდათ მსოფლიოში სამთომადნო წესით ოქროს მოპოვების უძველეს ტექნოლოგისთან, რომელსაც ანალოგები გაცილებით გვიან გაუჩნდა. ძველი მელითონეები იყენებდნენ უნიკალური ქვის უროებს (გამოვლენილია 10 000-მდე ეგზემპლარი), ხის წერაქვებს, ანთებდნენ ცეცხლს და გადახურებულ ქანში ნაპრალებს აჩენდნენ იოლად მოსანგრევად. ნაპოვნია მადანში ძვირფასი ლითონის შემცველობის დასადგენად მისი დაფხვა-დანაწევრებისთვის საჭირო ქვის ხელსაწყოებიც. გამოითქვა მოსაზრება, რომ მადნის მომპოვებელ ადგილობრივ თემს საკუთარი ნაწარმი მეზობელ რეგიონებში გაქონდა ექსპორტზე და ჩართული იყო იმდროინდელ გლობალისტურ სავაჭრო პროცესებში. სრული სურათის აღსადგენად საჭირო იყო საყდრისი-ყაჩაღიანის შემოგარენში სრულფასოვანი არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება, რაც ვეღარ მოხეხდება რადგან მომპოვებელმა კომპანიამ უკვე დაიწყო მადანის რეწვე მოპოვებული ლიცენზიის საფუძველზე.

2006 წელს კულტურის სამინისტრომ საბადოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, რაც ობიექტს ყოველგვარი ჩარევისგან იცავდა და მისგან 300 მეტრის რადუსში სამუშაოებს კრძალავდა. მოგვიანებით პროცესმა სხა მიმართულება მიიღო და 2013 წლის 28 მაისს კულტურის მინისტრ ოდიშარიას ბრძანებით შეიქმნა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია“. კომისიაში მეცმიერებათა აკადემიის ღვაწლმოსილი წარმოამდგენლებიც შევიდნენ და მალევე ამხილეს ქართულ-გერმანული არქელოგიური ექსპედიცია სიყალბეში. მათი შეხდულებით მაღარო არა ოქოროს არამედ სპილენძს მოიპოვებდა. მხცოვანი აკადემიკოსებისთვის გაუგებარი დარჩა ქვის იარაღებით მადნის მოპოვების მეთოდოლოგიაც. ამას მოყვა კულტურის სამინისტროს განცახდებაც, რომ „არ მოიძებნა არც ერთი დოკუმენტი, რომელიც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო არქეოლოგიური ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველი". თუმცა ირინა ღამბაშიძემ დაადასტურა, რომ მან თავად ჩააბარა შესაბამისი დოკუმენტაცია სამინისტროში. თუ რა ვითარებაში მოხდა საბუთების დაკარგვა უცნობია. სამაგიეროდ ცნობილია, რომ თურმე ოქროსმომპოვებელი მაღაროს „მოძრავი ძეგლის სტატუსი“ მიენიჭება. არავინ უწყის „როგორ მივა მთა ბოლნისი მუზეუმის ეზოში“. თუმცა 2014 წლის 8 იანვრიდან RMG Gold-მა მაღაროში ჩასასვლელი ბულდოზერით მოთხარა და არტეფაქტების ნაწილი გაანადგურა. მცირე რაოდენობა კი ბოლნისის ჰიპოტეტური მუზეუმის შემოგარენში გადაიტანეს. კომპანია აცხადებს, რომ კანონს არ არღვევს რადგან სამინისტროს 2013 წლის 5 ივლისს გამოცემული №03/108 განკარგულებით მაღაროსთვის 2006 წელს მინიჭებული ძეგლის სტატუსის ბათილად იქნა ცნობილი.

თუმცა ბოლო დრომდე საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული ობიექტის ტერიტორია ინარჩუნებდა არქეოლოგიური დაცვის ზონის სტატუსს, შესაბამისად, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „არქეოლოგიური დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, განადგურებას, მისი აღქმის გაუარესებას, ან ხელს შეუშლის მასზე სრულფასოვანი მეცნიერული კვლევის ჩატარებას“. კულტურის სამინსიტროს საყდრისის სრული საველე შესწავლისთვის საჭირო პერიოდი გასული წლის 1 ოქტომბრამდე ქონდა დადგენილი. რაც ძალიან მცირე ვადაა. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქალბატონი ირინას პოლიციაც უქმნიდ აპრობლემებს დაკითხვებით, რადგან RMG Gold-ს პროკურატურაში ქონდა შეტანილი საჩივარი მეცნიერის ვითომდაც უკანონო არქეოლოგიურ გათხრებში მამხილებელ თემაზე. ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საყდრისი ტერიტორიაზე არქეოლოგიური შესწავლის ლიცენზიის გაცემა უსაშველოდ აჭიანურებდა.

2013 წლის 7 ოქტომბერს გამოაცა პრემიერ ივანიშვილის #1436 ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც გაუქმბა 2006 წლის 17 ივლისის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 17 ივლისის №3/225–№1-1/616 ერთობლივი ბრძანების პუნქტები „გონიო-აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის არქეოლოგიური ზონისა და დაბა საყდრისში, სამთამადნო მრეწველობის ძეგლის არქეოლოგიური ზონის დადგენის შესახებ“.

მანამდე RMG Gold-მა პრემიერს საყდრისის ტერიტორიაზე ოქროს მოპოვების თხოვნით მიმართა. იმ საბაბით, რომ მაღარო არ წარმოადგენდა ოქროს მაღაროს და მისი მნიშვნელობა გაზვიადებული იყო. 1 ოქტომბერს ივანიშვილმა ინვესტრორთან და მეცნიერებთან ერთად შეხვედრა გამართა, მისი კანცელარიის განცხადებით კვლევე თითქოს უნდა გაგრზელებულიყო კიდევაც თუმცა პროცესი გაიყინა.

საზოგადოების დაბალი აქტიურობის გამო თემას დიდი რეზონანსი არ ქონია და RMG Gold-მა თავისუფალი ბიზნსის უფლებით ისარგებლა და 5400 წლოვან ისტორიაში მძიმე ტექნიკით შეხრიგინდა. მთავრობის და მისი ამომრჩევლის მისამართით კი ბანალური პოსტულატის გაჟღერებით - 8 წლის განმავლობაში ბიუჯეტში შესატანი 100 მილიონი ლარი - და ბულდოზერების გამონაბოლქვით მძაღე ბოლი დააყენა. ასე იქცა ფოლცვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „ოქრო საქართველოში“ RMG Gold-ის ბიზნესად.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG